• რეკლამა
  • კონტაქტი
14:11, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაავადება ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა“ – მარინა ჯანაშია

ალია ავტორი - ალია
13:14 01-19-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

2 წლის წინ მსახიობ მარინა ჯანაშიას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. შორს, გერმანიის კლინიკაში მყოფი ისევ თავის თეატრზე ფიქრობდა. “ბოთლიდან ამოშვებული ჯინი” – სიყვარული – არსად წასულა, ის მარინას გვერდით იყო, ამ სიყვარულმა დააბრუნა ოჯახსა და თეატრში.

“ჯანმრთელობის პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ, 2 წლის წინ კი მძიმე დიაგნოზი დამისვეს და დაავადებაც ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. გერმანიის კლინიკაში ვიწექი. ჩემთან თვეების განმავლობაში ვაჟიშვილი თემიკო იყო. მას მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. ძირითადად გათიშული ვიყავი. რაღაც პერიოდებში, როცა გონს მოვეგებოდი, ვფიქრობდი თეატრზე, სპექტაკლზე და მაყურებელზე.

მახსოვდა, რომ “ბებერ ჯამბაზებზე” ბილეთები გაყიდული იყო. ვდარდობდი, მალე რომ არ გამოვკეთდე, ამ ბილეთებს ხომ არ დააბრუნებენ, სირცხვილია, მაყურებელი რომ გავაწბილოთ-მეთქი. პროფესორს მუდმივად ვეკითხებოდი, როდის ავდგები, სპექტაკლი მაქვს დანიშნული-მეთქი. მიყურებდა გაოცებული, ნამდვილად გიჟად მთვლიდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ეს კიდევ რას ფიქრობსო.

ერთ დღესაც ბურუსიდან ახალ თავდაღწეულს ნაცნობი ფიგურა მომელანდა. მხედველობა დავძაბე და ვხედავ – კახი კავსაძე. ზამთარი იყო, ეცვა პალტო, ეხურა ქუდი და ხელში ეჭირა პარკი, ქართული ხილით სავსე. გვერდით ჰყავდა თარჯიმანი. დაინახა ჩემი პროფესორი და ეძახის თავისებურად, გამოკვეთით: “ბიჭო, მოდი შენ აქ!”. თარჯიმანს უთხრა: “უთარგმნე, ეს ბოვშვი როდის ადგება, სპექტაკლი აქვს სათამაშო”. აი, მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა გერმანელი პროფესორი, რომ საქართველოში გიჟები ვცხოვრობდით!

თემიკოს როცა გადაწყვეტილად უთხრეს, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი, თავს ვერ მოერია და ტირილი დაიწყო. შვილის ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, დავიფიცე, ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, რომ ჩემს ოჯახს, შვილებს ამ ტკივილისთვის არ გავიმეტებდი. ეს გავიფიქრე და ისევ გავითიშე. თურმე გათიშული ფეხის თითებს, ტერფებს ვამოძრავებდი და ერთგვარ ვარჯიშებს ვაკეთებდი. მთელი მედპერსონალი ჩემს საწოლთან შეკრებილა და ამბობდნენ, რომ ასეთი საოცრება არ უნახავთ, რომ ორგანიზმი იბრძოდა გადარჩენისთვის.

თბილისში როცა ჩამომიყვანეს, 38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი, ყველაფერი თავიდან დავიწყე, როგორც ბავშვმა. სულ ვფიქრობდი, რომ გადავრჩებოდი, ერთი წუთით არ დამიკარგავს იმედი. ოდნავ რომ მოვმჯობინდი, ჩემებს ვუთხარი, წამიყვანეთ სოფელში, იქ მშობლიური გარემო არის ჩემი მკურნალი-მეთქი. ჩემი დედულეთია საჩხერის რაიონის სოფელი სხვიტორი. ეშინოდათ, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის გარეშე როგორ უნდა იყოო. ჩემი გავიტანე და წამიყვანეს.

ზაფხულისპირი იყო. ხელით გადამიყვანეს მანქანიდან. მეორე დღეს კი უკვე ჩემით, მარტო გამოვედი ეზოში. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ყოველი დღე სიცოცხლეს წვეთწვეთობით მჩუქნიდა, მერე იქვე აუზზეც დავიწყე სიარული, ვცურავდი, ვსეირნობდი და ცხოვრებას ვუბრუნდებოდი.

მერე დავბრუნდი თბილისში და უკვე ჩემი ოცნების ახდენის ჟამი დადგა. დაინიშნა სპექტაკლი. ვისაც უნახავს, იცის, რომ მე და მარინა კახიანი პირველი მოქმედების დასასრულს შპაგატში ვსხდებით. ერთი რეპეტიცია გავიარეთ, ყველანი თავს დამფოფინებდნენ, მიფრთხილდებოდნენ. გადაწყვიტეს, რომ ეს სცენა შეეცვალათ. მარინა ჩაჯდებოდა შპაგატში, მე კი რაღაც მარტივ მოძრაობას გავაკეთებდი.

სპექტკალზე სრულიად შევიცვალე, არც სისუსტეს ვგრძნობდი და აღარც ავადმყოფობა მახსოვდა. ეტყობა, სხეულს თავისი მეხსიერება აქვს და ვხვდებოდი, რომ უკვე შემეძლო ამ რთული ტრიუკის შესრულება. მარინა კახიანი, ეს საოცრად ნიჭიერი მსახიობი, წამებში მიხვდა, რასაც ვაკეთებდი და ადგილი გამითავისუფლა. ისე თავისუფლად ჩავჯექი შპაგატში, თავადაც არ მჯეროდა. არასდროს დამავიწყდება ის წუთები და ოვაციებით ფეხზე მდგარი მაყურებელი.

დიდი მადლობა უპირველესად ქართველ ექიმებს, რომლებმაც სასწაული მოახდინეს და დღემდე ყურადღებას არ მაკლებენ. სულ ვგრძნობდი საზოგადოების სიყვარულს, ეს სიყვარული მაძლიერებს.”, – განუცხადა “სარკეს” მარინა კახიანმა.

სარკე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved