დიდ ბრიტანეთში კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ვესტმისტერის სასახლეში, რიგი დაარღვია და დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოს მიუახლოვდა.
პოლიციის ინფორმაციით, ის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს.
“პარასკევს, 16 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პარლამენტის და დიპლომატიური დაცვის სარდლობის ოფიცრებმა დააკავეს კაცი ვესტმინსტერის დარბაზში არეულობის გამო”,-წერია პოლიციის განცხადებაში.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა, მას ორშაბათს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.
კომენტარები