• რეკლამა
  • კონტაქტი
00:53, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დააკავეს ძმები კაკულიები, მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს

ალია ავტორი - ალია
16:19 05-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,088

 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, იმაზე, რომ დაკავებულები არიან ძმები კაკულიები. საუბარია იარაღის უკანონო შენახვა შეძენის საქმეზე.  

შეგახსენებთ რომ ძმები კაკულიების სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა.

კურიერის” ინფორმაციით, ძმები კაკულიები გუშინ, გვიან ღამით ორთაჭალაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის  გამოძიებისას არაერთხელ გაჟღერდა .

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავილაძეს მკვლელობის სანაცვლოდ ქურდობას დაჰირდნენ. მათი  „ნათლობა“ თურქეთში უნდა მომხდარიყო.

არაოფიციალური ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ ტრაგედიას, დიდი ალბათობით, კავშირი აქვს, 21 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ, საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად „დათო ტბილისკი“ ააფეთქეს.

გამოძიება, სავარაუდოდ, მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკა კავარცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს. ცნობილია, რომ მოკლული ახალგაზრდის მამა, ასევე „კანონი ქურდი“ გია კვარაცხელია, რომელიც სავარაუდოდ, თავის დროზე დათო კაკულიას მკვლელობის საქმეში იყო გარეული.

 მკითხველს შევახსენებთ, თუ ვინ არიან მსჯავდებულები ნიკო კვარაცხელიას საქმეში :

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 15 აპრილს, განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. ისინი სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. კერძოდ, აკო ჭელიძე აღიარებდა, რომ ნიკა კვარაცხელია მან მოკლა. თუმცა, მისივე თქმით, მას თანამზრახველი არც მკვლელობის ნაწილში ჰყოლია და არც იარაღი შეუძენია გიორგი კავილაძესთან ერთად. რაც შეეხება გიორგი კავილაძეს, ის ორივე მუხლში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მან მკვლელობის შესახებ წინასწარ არ იცოდა.

შეგახსენებთ,  ასევე, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

თეგები: კრიმინალინიკო კვარაცხელიაძმები კაკულიები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved