• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დააჯარიმეს დეპუტატები წვეულებების და ქორწილის გამო? – ვის აჯარიმებს შრომის ინსპექცია?

ალია ავტორი - ალია
18:30 04-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

შეისწავლეთ თუ არა საჯარო მოხელეების მიერ გამართული წვეულებები, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების დროს გაიმართა? გამოვლინდა თუ არა დარღვევები და დააჯარიმეთ თუ არა რომელიმე დამრღვევი? – ეს ინფორმაცია შრომის ინსპექციისგან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა. 

შრომის ინსპექციის სამსახურს „ბათუმელებმა“ 11 მარტს მიმართა ოფიციალური წერილით. თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ უწყებამ არც ერთ კითხვას არ გასცა კონკრეტული პასუხი.

შესაბამისად, ისევ ბუნდოვანია, დააჯარიმა თუ არა ინსპექციამ, მაგალითად, პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე კომენდანტის საათებში გამართული წვეულების გამო.

შრომის ინსპექციას ვკითხეთ კიდევ ერთი პარლამენტარის, ანტონ ობოლაშვილის მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი წვეულების შესახებ. ამ წვეულებას უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. შრომის ინსპექცია ამ შემთხვევაზეც დუმს და ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში მხოლოდ კანონის იმ ნაწილზე აპელირებს, სადაც მათი უწყების ფუნქციაა განსაზღვრული.

„ბათუმელებმა“ შრომის ინსპექციას ასევე ჰკითხა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო მამუკაშვილის შვილის ქორწილზეც. ცოტა ხნის წინ თავად ნინოს მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ წვეულება ამ შემთხვევაშიც ხალხმრავალი იყო.

შრომის ინსპექციამ არც ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მოგვწერა, დააჯარიმეს თუ არა ვინმე შემთხვევის შემდეგ.

„შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კანონით დადგენილი წესების მიხედვით, ახორციელებს რეაგირებას როგორც აკრძალული, ასევე ნებადართული ეკონომიკური საქმიანობების რეკომენდაციებთან შესაბამისობის დასადგენად, რომლის საფუძველზეც გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების სახით“, – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც შრომის ინსპექციისგან ერთთვიანი ლოდინის შემდეგ მივიღეთ.

შრომის ინსპექცია თავის ფეისბუკის გვერდზე სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევების შესახებ ანთავსებს ინფორმაციას, სადაც მაღალი თანამდებობის პირები არ მონაწილეობენ. მაგალითად, ბოლო ინფორმაცია დაჯარიმებების შესახებ შრომის ინსპექციას 4 აპრილს აქვს გამოქვეყნებული: სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის შრომის ინსპექციამ 7 სუბიექტი დააჯარიმა: 4 ფიზიკური პირი – 2 000 ლარით, ხოლო სამი იურიდიული პირები  – 10 000 ლარით.

„მათგან ერთ იურიდიულ პირს განმეორებითი სამართალდარღვევა დაუფიქსირდა, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, – წერს ინსპექცია.

___

მთავარი ფოტო: ირაკლი კობახიძე და სხვა დეპუტატები ანტონ ობოლაშვილის მიერ გამართულ წვეულებაზე.

წყარო – ბათუმელები

თეგები: შრომის ინსპექცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved