• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“და­ვი­ნა­ხეთ ქა­ლის ცხე­და­რი, რო­მელ­საც სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი… ეს იყო ჯო­ჯო­ხე­თი” – ტრაგედიას გადარჩენილის ისტორია

ალია ავტორი - ალია
19:40 08-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,569

რა გზა გა­ი­ა­რეს შოვ­ში მე­წყრის ჩა­მო­წო­ლი­სას ტყეს შე­ფა­რე­ბულ­მა დამ­სვე­ნებ­ლებ­მა, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად და შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ამ გან­საც­დე­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? – ჟურნალი გზა აქვეყნებს ინტერვიუს რესპოდენტთა, რომელმაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არც არის სა­ჭი­რო – რად­გან ამ ტრა­გე­დი­ა­ში ყვე­ლას სათ­ქმე­ლი ერ­თია.

– ტრა­გე­დი­ის დღეს გა­დავ­წყვი­ტეთ მდი­ნა­რის პი­რას ოჯა­ხუ­რი გას­ვლა მოგ­ვე­წყო და ბუ­ნე­ბა­ში გვე­ვახ­შმა. მე იმ ად­გი­ლას მინ­დო­და დარ­ჩე­ნა, სა­დაც სტი­ქი­ამ ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ჩემი შვი­ლის და­ჟი­ნე­ბით კი მდი­ნა­რეს ავუ­ყე­ვით, გა­ვი­ა­რეთ რკი­ნის, იო­დის, კალ­ცის წყლე­ბი და და­ბა­ნა­კე­ბა ტყის ზედა ნა­წილ­ში, მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის ნა­პი­რას გა­დავ­წყვი­ტეთ. ზო­გა­დად, შოვ­ში ძა­ლი­ან ახლო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეა მდი­ნა­რე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არის ბევ­რი ხიდი. მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხი, სხვა მდი­ნა­რე­ებ­თან შე­და­რე­ბით, სწრა­ფად მო­ე­დი­ნე­ბა. თუმ­ცა, ის სხვა, ერთი შე­ხედ­ვით მშვიდ მდი­ნა­რე­ებ­ზე ბევ­რად უსაფრ­თხოა. შოვ­ში ყო­ველ წვი­მას მდი­ნა­რის ადი­დე­ბის შიში ახ­ლავს, რად­გან ეს მშვი­დი მდი­ნა­რე­ე­ბი ადი­დე­ბი­სას უზარ­მა­ზარ ნა­კა­დად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. აქამ­დეც ყო­ფი­ლა ღვარცოფის შე­დე­გად კო­ტე­ჯე­ბის წა­ლეკ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი.

მე­უღ­ლემ კო­ცო­ნის­თვის ფი­ჩხის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო, ჩვენ მოგ­ვშორ­და. მე ბავ­შვებ­თან ერ­თად მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე დავ­რჩი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შემ­ზა­რა­ვი გუ­გუ­ნის ხმა გა­ვი­გო­ნეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ორ წუთ­ში ქმარ­მა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხმით და­მი­რე­კა, მდი­ნა­რე ადიდ­და და ხი­დე­ბი, გზა წა­ი­ღოო. და­მა­რი­გა, რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­სუ­ლი­ყა­ვით. სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტეთ ტყე­ში, შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლის­კენ გა­და­ვად­გი­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით. ჩვენ გარ­და იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იყო, სი­ტუ­ა­ცია პა­ნი­კუ­რი გახ­ლდათ, რად­გან არ ვი­ცო­დით, რო­მე­ლი მხრი­დან გვე­ლო­დე­ბო­და სა­შიშ­რო­ე­ბა.

ვერ­ტმფრე­ნის გარ­და ვე­რაფ­რით გად­მო­ვი­დო­დით. როცა მაშ­ვე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, გვი­თხრეს, წყა­ლი კვლავ გროვ­დე­ბა და თუ ახ­ლა­ვე არ გა­გიყ­ვა­ნეთ, შე­საძ­ლოა, იგი­ვე კვლავ გან­მე­ორ­დე­სო. ამ სა­უბ­რებ­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­სა და ჩა­ნიშ­ვნის პრო­ცეს­ში და­ღამ­და კი­დეც. ფრე­ნე­ბი შე­წყდა და ტყე­ში დავ­რჩით. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ იყო სტი­ქია კვლავ დაგვტყდო­მო­და თავს. ყვე­ლა ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ, ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს კო­ცო­ნე­ბი ავან­თეთ.

ორი უცხო­ე­ლე­ბის ოჯა­ხი იყო, ჩე­ხე­თი­დან და და­ნი­ი­დან. ჩე­ხე­თი­დან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი. კა­რა­ვი გვა­თხო­ვეს. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მა­რა­გი ბევ­რი გვაქვს და არ შე­გე­შინ­დეთ, ყვე­ლას გვე­ყო­ფაო. ვა­ზი­ა­რებ­დით სურ­სათს, კარ­ვებს, ნივ­თებს. ოდ­ნავ ხმა­ურ­ზეც პა­ნი­კა იწყე­ბო­და. ძრა­ვის ხმა­ზეც კი ყვე­ლა ფრთხე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაწ­ვიმ­და, და­ი­წყო ჭექა-ქუ­ხი­ლი, ძა­ლი­ან შეგ­ვე­შინ­და. მალე ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ დრო­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ეტაპ­ზე მე­წყრის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე აღარ იყო და ცოტა დავ­მშვიდ­დით. რო­გორც კი გა­თენ­და, ვერ­ტმფრე­ნე­ბით ონში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. 15 ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავ­დათ თითო რე­ი­სით. 8-9 ასე­თი რე­ი­სი შეს­რულ­და. ონში მი­სუ­ლებს ხალ­ხი გვეხ­ვე­ო­და, გვაჩ­ვე­ნებ­დნენ ახ­ლობ­ლე­ბის ფო­ტო­ებს, ელო­დე­ბოდ­ნენ თუნ­დაც ერთ სა­ნუ­გე­შო სი­ტყვას. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნეს სახ­ლებ­ში, დაგ­ვა­პუ­რეს, დაგ­ვამ­შვი­დეს, სული ცოტა მოგ­ვათ­ქმე­ვი­ნეს. გა­ვი­გეთ, რომ ჩვე­ნი სას­ტუმ­რო მე­წყერს გა­და­ურ­ჩა. ნივ­თე­ბი ად­გილ­ზე გვქონ­და და პო­ლი­ცი­ას ვთხო­ვეთ დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ. გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს მან­ქა­ნე­ბით, ჩა­ვე­დით შოვ­ში. ჩემ თვალ­წინ გა­მოჰ­ყავ­დათ ცხედ­რე­ბი. და­ვი­ნა­ხეთ ქა­ლის ცხე­და­რი, რო­მელ­საც სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი… ეს იყო ჯო­ჯო­ხე­თი. და­ვა­პი­რეთ სას­ტუმ­რო­ში ღა­მის გა­თე­ნე­ბა, მაგ­რამ წყა­ლი არ იყო, მალე ელექტრო­ე­ნერ­გი­აც გა­ი­თი­შე­ბო­და. ზო­გა­დად, ხში­რად ირ­თვე­ბო­და ხოლ­მე ელექტრო­ე­ნერ­გია, თით­ქმის ყო­ვე­ლი წვი­მის დროს და აღარ გავ­რის­კეთ დარ­ჩე­ნა. მან­ქა­ნა ტყე­ში დარ­ჩა და ჩვენ რაჭა დავ­ტო­ვეთ.

კო­ტე­ჯე­ბი რომც და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, ვერ­სად წა­ვი­დოდ­ნენ, გაქ­ცე­ვას ვე­რაფ­რით მო­ას­წრებ­დნენ. მე­წყე­რი ორ ტო­ტად გა­ი­შა­ლა და კო­ტე­ჯე­ბი შუ­ა­ში, ერ­თგვარ ალ­ყა­ში მო­ექ­ცა. როცა ხმა­უ­რი ის­მო­და, ვერ ვი­გებ­დით, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ი­დან მო­დი­ო­და ხმა. მერე კვლავ გა­მოჩ­ნდა უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღა და წა­მებ­ში და­ეშ­ვა კო­ტე­ჯე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბია და ხალ­ხი სულ არის. სას­ტუმ­როს­თან პა­ტა­რა ბა­ღი­ცაა, რო­მე­ლიც სულ ბავ­შვე­ბი­თა და ახალ­გაზ­რდე­ბი­თაა სავ­სე. ამ ად­გი­ლი­დან უფრო მო­ას­წრეს გაქ­ცე­ვა ზედა მხა­რეს. მე­წყე­რი ტალ­ღე­ბად მო­დი­ო­და. რამ­დე­ნი­მე­მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღა რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მოწ­ვა. გუ­გუ­ნის ხმა კარ­გა ხანს ის­მო­და, მერე ბუღ­მა, მტვერ­მა მო­იც­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ჰა­ერ­ში არა­ფე­რი ჩან­და.

– აცხა­დებ­დნენ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ტყე­ში ეპო­ვათ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თქვენ გარ­და, ვინც ვერ­ტმფრე­ნებ­მა გა­გიყ­ვა­ნათ, ტყე­ში ვინ­მე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო?

– გა­მო­რი­ცხუ­ლია. ტყე­ში ვინ­მე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბო­და.

დამ­სვე­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მარ­თლაც დიდი იყო და თუ გა­დარ­ჩე­ნა ჰქვია, გა­დავ­რჩით, რომ ეს უბე­დუ­რე­ბა ღა­მით არ მოხ­და. მსხვერ­პლი ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბო­და.

ჟურ­ნა­ლი “გზა”

თეგები: შოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved