“გირჩი მეტი თავსუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც მმართველი გუნდი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“და რა თქვა ზურაბიშვილმა ასეთი?
გაუგებარიაო?
და რა არის გაუგებარი?
იმ სესხზე უარის თქმაზე გასაგები რა უნდა იყოს?
ნახუი გაუშვეს ამ ქვეყნის დასავლური მომავალი
მართლა გჯერათ რომ ეს არ ესმის და გაუგებარია მისთვის?
ევროკავშირის განცხადებიდანაც ვერ მიხვდა?
თუ ესმის და ამ მასშტაბის პრობლემას აბაიბურებს სიტყვით ‘გაუგებარია’ და პრობლემა სესხის აღება არ აღებამდე დაჰყავს, რამ აღგაფრთოვანათ?
თუ არ ესმის და მართლა გაუგებრობა ჰგონია, მაშინ მითუმეტეს რამ აღგაფრთოვანათ?
თუ თქვენც არ გესმით?” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
კომენტარები