• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“COVID-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს” – ექიმი გიორგი კანდელაკი

ალია ავტორი - ალია
22:17 03-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმმა-ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკი, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მასშტაბზე სოციალურ ქსელში წერს:

„ერთი კვირის წინ ჩვენ პოსტში ვწერდით გარკვეულ შეუსაბამობის შესახებ COVID-ის სიკვდილიანობასთან დაკავშირებით და გამოვთქვით გარკვეული ეჭვები მის მაშტაბთან დაკავშირებით.
გუშინ კვლავ განახლდა ევროპაში სიკვდილიანობის 12-ე კვირის მონაცემები https://www.euromomo.eu/index.html საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ European mortality bulletin week 12, 2020 სადაც 2020 წლის 12-ე კვირის (ანუ 16-22 მარტის) მონაცემების ჩათვლითაა მოცემული ევროპის სიკვდილიანობა. სურათებში თუ არ ჩანს კარგად, გთხოვთ მიმართოთ ვებსაიტს: ევროპაში 15-64 წლების ასაკის მოსახლეობის სიკვდილიანობა საშუალოსთან (საშუალო მოცემულია წითელი ხაზით და შეადგენს უხეშად 7500-8000 ადამიანს კვირაში) შედარებით შემცირებულიც კია, 2 სტანდარტულ გადახრის ოდნავ ქვევითაა!! ასევე შემცირებულია 65 წელზე ასაკოვანი ადამიანების სიკვდილიანობა – ასევე 2 სტანდარტული გადახრაზე ოდნავ მეტად!! მთლიანი პოპულაციის სიკვდილიანობაც შემცირებულია.

მეორე გრაფიკზე შეგიძლიათ ნახოთ, ქვეყნების მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკა – იტალიის გარდა, ყველა სხვა ქვეყანაში ან კლება ფიქსირდება ან ზუსტად შეესაბამება საშუალო მაჩვენებელს – მათ შორის ესპანეთშიც.

George Kandelaki-ს ფოტო.

რაც შეეხება იტალიას, აქ მართალია გარკვეული ზრდა არის, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე 2016 და 2017 წლებში გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობა იყო აღრიცხული. (თუ გაჰყვებით უკან, ნახავთ მატების ორ ტალღას 2016 და 2017 წლებში). არადა, იტალიიდან COVID-ით სიკვდილიანობის მონაცემებს თუ სარწმუნოდ ჩავთვლით, 16-22 მარტის პერიოდში, COVID-ით გარდაიცვალა 5429 ადამიანი, რაც საშუალო მაჩვენებლის (კვირაში იტალიაში საშუალო სიკვდილიანობა არის 12275 ადამიანი) 43.4% – ს შეადგენს.

იტალიის მრუდზე უნდა მოეცა ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი, არნახული მატება, რასაც ვერ ვხედავთ.

მხოლოდ იტალიის 5429 ჭარბი სიკვდილიანობა, მთელი ევროპის პოპულაციის სივდილიანობის მრუდზეც კი (საშუალოდ კვირაში შეადგენს უხეშად 45000-55000 გარდაცვლილს), დაახლოებით 10% მატებით უნდა ასახულიყო, მაგრამ საპირისპიროდ ვხედავთ,2 სტანდარტულ დევიაციაზე ოდნავ მეტ კლებას!!!

რეალურად, ამ ეტაპზე, ოფიციალურად მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ჭარბი სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ტენდენციები ევროპაში არ აღინიშნება, რაც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, COVID-ის დღესდღეობით აღიარებული სიკვდილიანობის 1-3.5% მაჩვენებლის მიმართ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved