• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“COVID-ის სერტიფიკატების შემოღებას და კონტროლს თურმე ეკონომიკური ეფექტიც ჰქონია” – რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
17:40 01-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:

“ეს ისე ინფორმაციისათვის რომ COVID-ის სერტიფიკატების დროულად შემოღებას და მკაცრ კონტროლს თურმე ეკონომიკური ეფექტიც ჰქონია…..არაფერს ვამბობ გადარჩენილ სიცოცხლეებზე

COVID-19-ის პანდემიის დროს მთავრობებმა, სხვა ზომებთან ერთად შემოიღეს COVID-ის სერტიფიკატების რომელიც აფიქსირებდა ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან ბოლოდროინდელი უარყოფითი ტესტს და გამოიყენებოდა იმისათის რომ მოქალაქეებს ეჩვენებინათ ეს სერთიფიკატები მაღაზიებში, რესტორნებში, ტრანსპორტში, საგანამანათლებლო თუ სამუშაო ადგილებზე წარსადგენად . მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები COVID სერთიფიკატების მომხრე და წინააღმდეგი ფოკუსირებულია გადაცემის შემცირებაზე და ეთიკურ მხარეზე, COVID სერთიფიკატების წამახალისებელი ეფექტი ვაქცინის მიღებაზე, ჯანმრთელობის შედეგებსა და ეკონომიკაზე ჯერ არ არის გამოკვლეული.

ამ ეფექტების შესაფასებლად, Bruegel -მა რომელიც არის არის ევროპული ანალიტიკური ცენტრი, სპეციალიზირებული ეკონომიკაში , ჩაატარა კვლევა სადაც ინოვაციის დიფუზიის თეორიაზე დაყრდნობით გააკეთა გამოთვლები საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის და იტალიისთვის (იმ სამი ქვეყნისათის რომელმაც ყველაზე ადრე და მკაცრი სერტიფიკატები შემოიღო). გარდა ამისა ამ ქვეყნებმა შემოიღეს Covid-ის სერთიფიკატები დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, გასული წლის ივლისიდან აგვისტომდე, მათ ასევე აქვთ ვაქცინების მარაგი, ეკონომიკა, ჯანდაცვის სისტემები და დემოგრაფია რომელიც მეტ ნაკლებად მსგავსია.

ამ გამოთვლების მიხედვით COVID სერთიფიკატების გამოცხადებამ 2021 წლის ზაფხულში გამოიწვია ვაქცინაცის გაზრდა საფრანგეთში 13.0% პროცენტული პუნქტით (pp) წლის ბოლომდე, გერმანიაში 6.2%, ხოლო იტალიაში 9.7%.

გარდა ამისა, ამან თავიდან აიცილა დამატებითი 3,979 (3,453–4,298) სიკვდილი საფრანგეთში, 1,133 (-312–1,358) გერმანიაში და 1,331 (502–1,794) იტალიაში; და თავიდან აიცილა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.0 (5.9–6.1) მილიარდი ევროს ზარალი საფრანგეთში, 1.4 (1.3–1.5) მილიარდი ევრო გერმანიაში და 2.1 (2.0–2.2) მილიარდი ევრო იტალიაში.

აღსანიშნავია, რომ COVID სერთიფიკატების გამოყენებამ არსებითად შეამცირა ზეწოლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე (ICUs) და, საფრანგეთში, თავიდან აიცილა დაკავების დონის გადაჭარბება იქ, სადაც ადრე დაწესებული იყო ჩაკეტვა. მკვლევარების აზრით ქვეყნებს შორის მონაცემების განსხვავება შეიძლება გამოწვეული იყოს მთავრობების განსხვავებული კომუნიკაციის მცდელობებით და იმ ინსტიტუტების ჩამონათვალით რომელზეც ეს შეზღუდვები ვრცელდებოდა.

საბოლოო დასკვნა – ევროპულმა ქვეყნებმა, რომლებმაც ადრეულად შემოიღეს Covid-ის საშვი, გაზარდეს ვაქცინების მიღება, გააუმჯობესეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც პოტენციურად დაეხმარა ლოქდაუნების თავიდან აცილებას.

თუმცა, როგორც კვლევის ხელმძღვანელმა დასძინა, კვლევის შედეგები, შესაძლებელია არ მიესადაგოს სხვა ქვეყნებს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია სხვა დამატებით ფაქტორებთან, მათ შორის Covid ტესტებისა და ვაქცინების მიწოდებასა და პოლიტიკური ნდობის დონეზე ამ ქვეყნებში.

პოსტ-სკრიპტუმ….ამ ქვეყნებში ცოტა ხანში კოვიდის სერტიფიკატი მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს გადაეცემათ!!!”

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved