• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

COVID-19-ის შემთხვევაში თრომბთან დაკავშირებული პრობლემები, რა არის თრომბოემბოლია?

ალია ავტორი - ალია
19:40 07-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
566

მედიცინაში მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაამტკიცა რომ თრომბი, ეს არის ორგანიზმში არსებული ერთგვარი ბომბი, რომელიც როდის ამოქმედდება არავინ იცის.

ასევე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ რომ ახალი კორონავირუსი თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის. ამავდროულად მის განვითარებაზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან კვლევები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. თუმცა აშკარაა, რომ ეს რისკი კოვიდის მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია. თრომბის წარმოქმნამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. რატომ წარმოიქმნება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში თრომბი და როგორ უნდა შევამციროთ ამასთან დაკავშირებული რისკი?

რატომ წარმოიქმნება COVID-19-ის შემთხვევაში თრომბთან დაკავშირებული პრობლემები? 

ეს ბოლომდე გაურკვეველია, ექსპერტები განიხილავენ რამდენიმე ფაქტორს, რამაც შეიძლება კოვიდის მძიმე ფორმით განვითარების შემთხვევაში თრომბის წარმოქმნა ახსნას:

– დაზიანებულია ქსოვილი, რომლითაც სისხლძარღვების შიდა კედელია დაფარული, რაც სისხლის მიმოქცევას აფერხებს; 

-სისხლძარღვები იკუმშება და სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რადგან ჰოსპიტალიზებული ადამიანი ცოტას მოძრაობს;

რაღაც მიზეზების გამო სისხლში ზოგიერთი კომპონენტის დონე იცვლება, რომელიც თრომბის წარმოქმნაზე გავლენას ახდენს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ამ სისხლძარღვოვანი დაზიანების შედეგად იღუპება. 70 წლის და უფროსი ასაკის პირებში მისი სიხშირის მაჩვენებელი 2-დან 7-მდე მერყეობს.

„ყოველწლიურად თრომბოემბოლიით გამოწვეული დანაკარგი აღემატება აივ ინფექცია-შიდსით, ძუძუს კიბოთი და ავტოკატასტროფების შედეგად არსებულ ერთიან დანაკარგს.

თრომბოზის საფუძველი სისხლის შედედების შედეგად სისხლძარღვის სანათურში წარმოქმნილი კოლტია. ამის შემდგომ შესაძლოა შეფერხდეს ან სრულად დაიბლოკოს გარკვეული ორგანოს სისხლით მომარაგება.

ექიმების განმარტებით, თრომბოზის ორი დიდი ჯგუფი განიხილება: არტერიული და ვენური თრომბოემბოლია; ვენური თრომბოემბოლია ასოცირებულია ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზთან. შესაძლოა ამ შემთხვევაში მოხდეს ფილტვის არტერიის ემბოლიზაცია(პულმონურიემბოლია).

ღრმა ვენების თრომბოზი + პულმონურიემბოლია– სიცოცხლისათვის სახიფათო კომბინაცია.

არსებობს თრომბოემბოლიური გართულებების რისკის შესაფასებელი სქემები, რომელთა შედეგადაც ექიმი პაციენტს ურჩევს პრევენციისა და მკურნალობის ტაქტიკას“, – განმარტებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

თითის გაჭრის შემთხვევაშიც, სის­ხლისკო­ა­გუ­ლა­ცია(შე­დე­დე­ბა) ხდე­ბა, წარ­მოქ­მნი­ლითრომ­ბიჭრი­ლობას პირს უკრავს და სისხლისდა­კარ­გვის­განგვი­ცავს.

ამის მიუხედავად, სის­ხლძარ­ღვებ­შიარ­სე­ბუ­ლითრომ­ბი, ადა­მი­ანსშე­საძ­ლოაჯან­მრთე­ლო­ბის,ან სი­ცო­ცხლისფა­სა­დაცდა­უჯ­დეს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია თრომ­ბო­ზის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის ამოც­ნო­ბა და სა­ჭი­როზო­მე­ბის მიღება.

რა იწ­ვევს თრომბს, რო­გო­რი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თავიდან, – ამ მნიშვნელოვან დეტალებზე სპეციალისტები საუბრობენ.

კარ­დი­ო­ლო­გ ზუ­რაბ კლი­მი­აშ­ვი­ლის განმარტებით, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­მელ ორგანოშია პრობლემა.

„თუ კარ­დე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით ვი­სა­უბ­რებთ და ეს არის ინ­ფარ­ქტი, მისი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი ნი­შა­ნი ტკი­ვი­ლია. ყვე­ლა­ზე ხში­რია ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში, მკერ­დის უკან, მოჭერის შეგ­რძნე­ბა, წვა, რაც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

ტკი­ვი­ლი გულ-მკერ­დის ნე­ბის­მი­ერ ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც მარცნივ, ისე მარ­ჯვნივ. ხან ბე­ჭებ­ში, ხელში, ზედა კი­დურ­ში, ყბებ­ში, კბი­ლებ­ში, თავ­ში გა­და­ცე­მაც ახა­სი­ა­თებს. ამ ტკი­ვილს ირა­დი­ა­ცი­ას ვე­ძა­ხით“, – განმარტავს ექიმი.

ამასთან, სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს სიმპტო­მე­ბი რომ არ გართულდეს, პაციენტმა უნდა დააკვირდეს აღნიშნულ სიმპტომებს და თუ​ ჩი­ვი­ლები გა­ნუ­ვი­თარ­და, ეჭვი უნდა გა­უჩ­ნდეს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა გულ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, პა­ცი­ენ­ტმა ეს მდგომარეობა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ არ ჩათ­ვა­ლოს.

„რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორდა­ვიც­ვათ თავი ჩი­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­გან: თუ ეს სტე­ნო­კარ­დი­აა და კი­ბე­ზე ას­ვლი­სას, სი­ა­რუ­ლის დროს ქო­ში­ნი და­ე­წყო, პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­კე­თოს – უნდა გა­ჩერ­დეს, გულს მოს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, შე­საძ­ლოა, ჩი­ვი­ლი მო­ეხ­სნას, ხოლო თუ მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დას­ვლი­სას ჩი­ვი­ლი არ ჩერ­დე­ბა, ამ დროს სას­წრა­ფოს გა­მო­უ­ძა­ხოს“, – ამბობს ექიმი.

არსებობს თუ არა გამოკვლევები, რომლებიც პერიოდულად უნდა ჩავიტარო, თრომბის წარმოქმნა რომ არ გამომრჩეს?

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გამოკვლევები არ სებობს. თუმცა ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ეს არ არის ულტრაბგერითი გამოკვლევები და D დიმერის დონის შემოწმება.  გამოკვლევების სრული ჩამონათვალი ინდივიდუალურ რისკებზეა დამოკიდებული. თუმცა ჩვეულებრივ რეკომენდებულია:

– ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ანალიზი ჩააბარეთ ლიპიდურ პროფილზე (ქოლესტერინის დონე) – კაცებმა 35, ქალებმა კი 45 წლიდან. ეს ხელს შეუწყობს ათეროსკლეროზის რისკის შემცირებას ან მის კონტროლს. შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკიც დაბალი იქნება.

– გაიზომეთ არტერიული წნევა. სულ ცოტა, 5 წელიწადში ერთხელ მაინც.

– დააკვირდით თქვენი სხეულის მასის ინდექსს.

– შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე. ჯერჯერობით არ არსებობს საერთო მოსაზრება იმის შესახებ, რამდენად ხშირად და ვინ უნდა გაიკეთოს ეს. ამისათვის ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია,  გაქვთ თუ არა შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი და შესაბამისად იმოქმედოთ. 40 წლის შემდეგ კი, ყოველ სამ წელიწადში შეიმოწმეთ.

და, რა თქმა უნდა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა, რომ არ მოწიოთ, იყოთ ფიზიკურად აქტიური და აკონტროლოთ კვების რაციონი, მათ შორის – მარილის შემცველობა.

თეგები: თრომბიკოვიდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved