ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად, როგორც ახლა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ ძალისხმევა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც ექვს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ჯერ იქ არ ვართ, თუმცა დასასრული ჩანს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
კომენტარები