კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 2 500 ლარით დააჯარიმა. საუბარია 2 სოციალურ კლიპზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში გადიოდა.
მთავარი არხის განცხადებით, ვიდეოების შინაარსი რუსულ კანონს უკავშირდებოდა, რაც კომისიამ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად ჩათვალა, რომლის მიზანიც, მათი აზრით, “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია იყო.
“მთავარ არხს” ეთერიდან კლიპის ამოღებაც დაეკისრა.
კომენტარები