• რეკლამა
  • კონტაქტი
09:06, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ComCom-მა „ალტ ინფო“ დაასანქცირა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:02 08-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,897

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „ალტ ინფო“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში მაუწყებელმა ეთერში ვიდეორგოლი განათავსა, რომელიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნება.

კერძოდ, „ალტ ინფოს“, ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, სადაც „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ მიერ მათი ორი პოლიტიკური პარტიის უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად. ისინი და სხვა კონსერვატიული ძალები ერთიანი სიით და ერთიანი ალიანსით შევლენ პოლიტიკურ ბრძოლაში და დადებენ შედეგს. ასევე, ის გამოდის შემდეგი მოწოდებით: „დაგვიდექით გვერდით თუ გინდათ, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა სხვა არჩევანიც არსებობდეს“. კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევის ხელშეშლას ემსახურება.

ზემოთ აღნიშნული ვიდეორგოლი კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა, რომლის განთავსებაც მაუწყებელს შეზღუდული აქვს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა. შესაბამისად, ComCom-მა პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და ნორმების დარღვევისთვის, მაუწყებლის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ „ალტ ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა, ComCom-მა მაუწყებელი კანონის შესაბამისად წერილობით გააფრთხილა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved