ალასკაში ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა ელისეის სასახლეზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკიმ და მაკრონმა დღეს ისაუბრეს. ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ “იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე სასარგებლო და ეფექტური იქნება”.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ზელენსკი ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ხოლო ლონდონში – ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შეხვდა.
კომენტარები