• რეკლამა
  • კონტაქტი
15:06, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვილმა დაცემისას დაზიანებები მიიღო” – დედის აღიარებითი ჩვენება

ალია ავტორი - ალია
20:16 06-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ბოდბისხევში ნაპოვნი ახალშობილი – დედამ აღიარა, რომ იმშობიარა და ბავშვი ბენზინგასამართ სადგურთან დატოვა.

ბავშვის მამა აცხადებს, რომ მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და ცოლი აცხადებდა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა.

ცოლის ორსულობის შესახებ კი მაშინ გაიგო, როცა მათთან სამართალდამცავები მივიდნენ. მისი თქმით, მას ბავშვის გაზრდა თავად სურს, თუმცა ეჭვობს, რომ განვითარებული მოვლენების გამო ბავშვი დაუბრუნონ. ქალის მეუღლე ასევე ამბობს, რომ არ იცის ჰქონდა, თუ არა ქალს ფსიქოლოგიური პრობლემები

“რომ შეგეხედა ნორმალური ადამიანი იყო და რა ვიცი,” – აცხადებს ქალის მეუღლე.

ჩვილი გამვლელებმა დღეს დილით იპოვეს და პოლიციას აცნობეს, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმების თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ დაცემის შედეგად მიიღო.

საავადმყოფოში იმყოფება ახალშობილის დედაც, 40 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკაში თავად მივიდა და იქ აღიარა რომ ბოდბისხევში იმშობიარა და ჩვილი დატოვა. პალატასთან, სადაც ქალი მკურნალობის კურსს გადის, სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან. ექიმის განცხადებით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სისხლდენით მივიდა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“შევიყვანეთ მცირე საოპერაციოში სადაც სისხლდენა უნდა შეჩერებულიყო, შემდგომ დიდი საშვილოსნოს გამო და პარალელურად შეკითხვებით, გავიგეთ, რომ ამბობდა ვიმშობიარეო, მერე გავარკვიეთ, რომ ბოდბისხევში უმშობიარია და როგორ მოხვდა აქ არ ვიცი. მალევე მოჰყვა პოლიციაც”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved