• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვილი, რომელიც ქაბულის აეროპორტში ამერიკელ ჯარისკაცს გადასცეს, თვეების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა

ალია ავტორი - ალია
17:31 01-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

რამდენიმე თვის ბიჭი, რომელიც ავღანეთიდან აშშ-ის წარმომადგენელთა ევაკუაციის დროს, ამერიკელ ჯარისკაცებს რკინის ღობიდან გადასცეს, ცოტა ხნის წინ საკუთარ ოჯახს დაუბრუნეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ბავშვის ამერიკელი ჯარისკაცისთვის გადაცემის შემდეგ, ორი თვის სოჰაილ აჰმადის მშობლებმა აეროპორტში შეღწევა მოახერხეს, თუმცა ბავშვი შიგნით ვერ იპოვეს. ბავშვის მამა, მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ს საელჩოში დაცვის სამსახურში მუშაობდა და დედა, სურაია მათ ოთხ სხვა შვილთან ერთად აშშ-ში საევაკუაციო ფრენით გადაიყვანეს.

მშობლებს რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იმყოფებოდა მათი მეხუთე შვილი. ნოემბრის თვეში ძიების კვალი 29 წლის ტაქსის მძღოლამდე, ხამიდ საფიმდე მივიდა.

29 წლის მძღოლის განცხადებით, ჩვილი აეროპორტში, მიწაზე დაწვენილი იპოვა. ხამიდმა მისი სახლში წაყვანა და საკუთარ შვილებთან ერთად გაზრდა გადაწყვიტა. ჩვილს ოჯახმა სახელიც დაარქვა.

ბავშვის ადგილსამყოფელის გარკვევის შემდეგ, ავღანეთში დარჩენილი ბაბუამ შვილიშვილის დაბრუნება სცადა, თუმცა ბატონმა საფიმ, რომელმაც ჩვილი შეიფარა, მის ულტიმატუმი წამოაყენა – ის ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ საკუთარი ოჯახის აშშ-ში ევაკუაციას ითხოვდა.

თვენახევრიანი მოლაპარაკებებისა და 29 წლის მძღოლის მცირეხნიანი დაკავების შემდეგ, ბავშვი ბაბუას გუშინ დაუბრუნდა.

აშშ-ში ევაკუირებულმა მშობლებმა ბაბუასთან დაბრუნებული ბავშვის ნახვა ვიდეოზარის საშუალებით შეძლეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ შვილს მათთან მიჩიგანში გადაიყვანენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved