• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩვენც სამწუხაროდ, შესაძლოა, ვერ ავცდეთ მესამე ტალღას… ამას მოყვება ისევ შეზღუდვების განახლება“

ალია ავტორი - ალია
16:20 03-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პირბადეების გამოყენება ქვეყანაში 70 პროცენტიდან 40 პროცენტამდე შემცირდა. მისი თქმით, მესამე ტალღას შეზღუდვების განახლება მოჰყვება, რაც ქვეყნის  ეკონომიკის, ბიზნესისთვის დამაზიანებელი იქნება.

„ჩემში შეშფოთებას იწვევს პირბადეების ტარების თემა. სამწუხაროდ, პირბადეების გამოყენება შემცირდა, 70 პროცენტიდან 40 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც ძალიან დაბალია და შედეგმაც არ დააყოვნა. შედეგი არის, რომ თუ მთელი ორი თვის განმავლობაში ვინარჩუნებდით ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ძალიან დაბალ მაჩვენებელს, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ევროპასა და ამერიკაში, იმ ქვეყნებზე დაბალ მაჩვენებელს, რომელსაც ვაქცინაცია უკვე ოთხი თვის წინ ჰქონდათ დაწყებული, აი, ახლა აქ გაჩნდა ბზარი. აღარ ატარებენ პირბადეებს, არ იცავენ სოციალურ დისტანცირებას, აწყობენ შეკრებებს და შედეგად ბოლო სამ დღეში ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. საბედნიეროდ, ჯერ სიკვდილიანობა რჩება დაბალ ნიშნულზე. ეს არის ძალიან სერიოზული საგანგაშო სიგნალი, ეს ჯერ არ ნიშნავს მესამე ტალღას, მაგრამ ძალიან სერიოზული სიგნალია, რომ თუ ჩვენ არ მოვეგებით გონს და არ დავიცავთ სიფრთხილის ზომებს, მხედველობაში მაქვს პირბადეების მასობრივი ტარება, სოციალური დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებები, ჩვენც არ ვართ გამონაკლისი. ჩვენ ვერ ვცხოვრობთ ევროპის და მსოფლიოს გარეთ მათგან დამოუკიდებლად და თუ იქ მესამე ტალღა უკვე დაიწყო ან ზოგიერთ ქვეყანაში იწყება, ჩვენც სამწუხაროდ, შესაძლოა, ვერ ავცდეთ მესამე ტალღას. ამას მოყვება ისევ შეზღუდვების განახლება, რომელიც როგორც იქნა მოვხსენით და ადამიანები უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრების წესს. კიდევ ერთი შეზღუდვები რომ დაიწყოს, ეს კატასტროფა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, ადამიანებისთვის, ეს ძალიან მტკივნეული იქნება, ამიტომ გავითვალისწინოთ, ეს ჩვენივე ინტერესებშია, პირბადის მასობრივი ტარება თქვენი კეთილდღეობის საწინდარია“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved