სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ეკონომისტი სანდრო შარაშენიძე:
ხმები ჯერ კიდევ ითვლება, მაგრამ ფაქტიურად მორჩა ამერიკის შუალედური არჩევნები. გამანადგურებლად იგებენ დემოკრატები ორივე პალატაში.
კონტექსტისთვის რომ ვიცოდეთ, ორი წლის წინ არავინ ფიქრობდა, რომ დემოკრატები სენატის აღებას შეძლებდნენ წელს (თუ რატომ, ცალკე ამბავია). ახლა კი ალბათ 53-56 ადგილს აიღებენ. ტექსასშიც კი იგებენ.ამ ამბის მთავარი მიზეზი ალბათ ირანის ომია. ტრამპმა დიდწილად ინფლაციის გამო მოიგო 2024 წელს. ხალხს ჰქონდა ცრუ იმედი, რომ ფასები დაეცემოდა. ომის გამო კი პირიქით მოხდა და სერიოზულად გაძვირდა საწვავი.ახლა დაიწყება რესპუბლიკელებში ამ მარცხის ერთმანეთისთვის დაბრალება. ტრამპი აუცილებლად იტყვის, რომ თვითონ რომ ყოფილიყო ბიულიტენიზე, რესპუბლიკელები მოიგებდნენ. პარტიის შიგნით ალბათ საპირისპირო განწყობა იქნება. ეჭვი მაქვს, ცოტა ტოქსიკური გახდება არსებული ადმინისტრაცია და 2028 წლის პრაიმერისზე განწყობებიც შეიცვლება.ჩვენთვის პირდაპირ არაფერი არ შეიცვლება ამ ამბით, თუმცა უკრაინისთვის შეიძლება შეიცვალოს. რადგან დემოკრატები ორივე პალატას იღებენ, შეიძლება სცადონ უკრაინისთვის დახმარების შესახებ კანონმდებლობის შემოტანა. თუ ამას საკმარისი რესპუბლიკელი შემოუერთდა (რისი შანსიც დაბალი არ არის), ტრამპის ვეტოსაც დაძლევენ და დახმარებაც დამტკიცდება.რაც შეეხება იმპიჩმენტსა და ტრამპის მოხსნას, მაგაზე ბევრს არ ვიფიქრებდი. იმპიჩმენტი შეიძლება იყოს, მარა ტრამპს უდიდესი ალბათობით ვერ მოხსნიან.











კომენტარები