• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჩვენს ქუჩაზეც დადგება ზეიმი” – გაძლება და მოთმინება მოგვცეს უფალმა და ქართველი ხალხის ძალამ” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:55 03-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
414

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:

,,კვლავ დიდია შეკითხვების ნაკადი პირად მიმოწერაში. ერთბაშად გპასუხობთ ყველას:

✅ ღირდა თუ არა “ხალხის ძალის” მხრიდან ამერიკის ელჩთან ურთიერთობების დაძაბვა – კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ: საქართველოს ომში ჩართვის არაერთი მცდელობა საჭიროებდა მყისიერ და გადაუდებელ ჩარევას! ხელისუფლების დონეზე, “დიპლომატიური” გზით ამის გაკეთების შემთხვევაში, ქვეყანა აღმოჩნდებოდა ომის ხაფანგში! აშშ-ს ელჩი იყო “ხალხის ძალის” დაუყოვნებელი ჩარევის და გლობალური თუ ლოკალური ომების პარტიის მილიტარისტული ზრახვების ჩაშლის ერთადერთი და უტყუარი ადრესატი! წერტილი!

✅ ღირდა თუ არა გამჭვირვალობის კანონპროექტის დაინიცირება – ღირდა! 30 წელია მივტირით ლუსტრაციის განუხორციელებელ პროცედურას. მოიმარაგეთ “პასტა” და ფურცელი და დაიწყეთ ყველა იმ უ-სამშობლოს აღრიცხვა, ვინც ნებსით უბიძგებს საქართველოს ან რუსეთის ან ამერიკის კოლონიად გადაქცევას, ვინც უკრძალავს ხელისუფლებას ეროვნული საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო საქმიანობის წარმოებას! ამ პროცესებში გაუაზრებლად და უნებლიედ მონაწილეებს მე საერთოდ არ ვეხები. მათი არსებობა – ჩვენი ჩაშლილი ახსნა-განმარტებითი მუშაობის, ნაცების ხელში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის უდიდესი ნაწილის ბრალია!

✅ ღირდა თუ არა კანონპროექტის გამოწვევა – ღირდა! საერთაშორისო აგენტოკრატების არნახული შემოტევის ფონზე, ქვეყნის აყირავებაში აღურიცხავი და კოლოსალური ფინანსების ჩადებით, საერთაშორისო საინფორმაციო ძალადობით, უკრაინელი ბოევიკების მივლინებით, კიევის მაიდანის პოლიტტექნოლოგების, ადგილობრივი მოღალატეების თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობით – მზადდებოდა თბილისის “ანტირუსული რევოლუცია”, რომელიც ვეღარ იქნებოდა “ყვავილოვანი” და უსისხლო! “მაიდანის” და მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, “ხალხის ძალამ” და ხელისუფლებამ ამ ეტაპზე მიიღო ყველაზე ეროვნული, რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება!

“ჩვენს ქუჩაზეც დადგება ზეიმი” – გაძლება და მოთმინება მოგვცეს უფალმა და ქართველი ხალხის ძალამ. გლობალური ომის პარტიის მარცხს რომ მოვესწრებით გაისად – ადგილობრივები მერე მოვიკითხოთ. უკან დასახევი ნაბიჯი – უფსკრულში გადაჩეხვის სანაცვლოდ, მხოლოდ მისასალმებელია. ლუციფერის დამარცხება იოლი არაა, მაგრამ გარდაუვალია!”

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved