• რეკლამა
  • კონტაქტი
10:01, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენს პროდუქტში “ტეტრაციკლინი” არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით”– “ბიუ ბიუ”

ალია ავტორი - ალია
16:15 04-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
798

კომპანია “ჩირინა”, რომელიც “ბიუ–ბიუს” სახელითაა ცნობილი ბაზარზე, განცხადებას ავრცელებს და თან ურთავს სურსათის ეროვნული სამსახურიდან მიღებულ წერილს, რომლის მიხედვითაც, რამდენჯერად შეამოწმეს საწარმო, ვერც ერთხელ ანტიბიოტიკის, “ტეტრაციკლინის” კვალი ვერ იპოვეს.

ძვირფასო მომხმარებლებო და დაინტერესებულო პირებო,
საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა ნათელი მოვფინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველას გვაღელვებს.
ჩვენი ვალია, მკაფიოდ და ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი გაჩენილ კითხვებს.
📍 2013 წლიდან, წარმოების პირველი დღიდან, ჩვენი ქათამი თავისუფალია ყველა სახის ჰორმონული დანამატისა და სტეროიდისგან. მეტიც, საქართველოში არც ერთი მეფრინველეობა არ იყენებს ჰორმონებს. ამას საქართველოს კანონდებლობაც ითვალისწინებს.
📍 რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, პროდუქცია პერიოდულად მოწმდება ანტიბიოტიკების კვალზე სეს-ის მიერ და სრულიად სუფთაა.
📍ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი “ტეტრაციკლინი” არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით.
რაც შეეხება ქათმის ნაკელს – მისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად, მ ც ე ნ ა რ ე ე ბ ი ს თ ვ ი ს !
ნაკელის მოხმარების წესი შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ საიტზე: 👉 www.biuterra.ge
‼ დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად ‼
ჩვენი კომპანია ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის წარმოებაა ამიერკავკასიაში. ვფლობთ არაერთ საერთაშორისო სერტიფიკატს სურსათის უვნებლობაში, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ დაცულ უმაღლეს სტანდარტებს: 👉 https://chirina.ge/ge/about-us/iso-standards
მადლობა ნდობისთვის და გვერდზე დგომისთვის!
ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს თითოეულ ოჯახს!
ცნობისთვის, რადიო თავისუფლების მასალის მიხედვით, ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგამ” რევაზ ვაშაკიძის “ჩირინას” 4,7 მლნ ლარს ედავება. ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ 1 კგ. 5–6 თეთრად, მცენარეების სასუქად ნაყიდი ქათმის სკინტლის ძროხებისთვის საკვებად მიცემის გამო აღმოჩნდა რძეში ტეტრაციკლინი და მეტიც, წელიწადში 200 ძროხა დაეღუპა ანტიბიოტიკის გამო.
მედიის ცნობით, არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, სად დაიმარხა და დაიმარხა, თუ არა მკვდარი ძროხები, ისევე, როგორც არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ნამდვილად ამის გამო დაიხოცნენ.
გარდა ამისა, ერთადერთი ნიმუში ქათმის სკინტლის, რომელიც პაპაშვილის კომპანიამ ექსპერტიზაზე წაიღო, კანონით დადგენილი ნორმის შეუსაბამოდაა აღებული და ექსპერტიზა კი ჩატარებულია არააკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რომლის ლაბორანტიც ამბობს, რომ მას ექსპერტიზის პასუხის გაცემის უფლება არ ჰქონდა და მხოლოდ რეკომენდაცია მისცა დამკვეთს.
შესაბამისად, რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ჩირინას მეფრინველეობაში ტეტრაციკლინს საერთოდ იყენებდნენ, არ არსებობს.
იგივე მასალის მიხედვით, ტეტრაციკლინს, რომლის გამოყენების პირობებში და გამოყენებიდან 8 დღის მანძილზე, რძე არ უნდა იყოს რეალიზებული და უნდა გადაიღვაროს, იყენებდა თავად პაპაშვილების საწარმო, ცხადია, საწარმო ახლა ამბობს, რომ ამ 8 დღიან პერიოდს იცავდა, თუმცა, დასაფიქრებელია ის, რომ რძის მიმღები კომპანიები, პაპაშვილების ფერმიდან მიღებულ პროდუქტში ხან პოულობდნენ ტეტრაციკლინს და ხანაც – არა. თუ მუდმივი საკვებიდან იღებდნენ ძროხები მედიკამენტს, რატომ არ ჩანდა ის რძეში მუდმივად? ყიდდა თუ არა რძეს კომპანია მაშინ, როცა თავად მკურნალობდა ტეტრაციკლინით? ანუ, აკრძალულ პერიოდში?
ასევე, სოციალურ ქსელში, სადაც არ სრულდება იმის განსჯა, როგორ აჭმევდა პაპაშვილის საწარმო სასუქად ნაყიდ ქათმის განავალს, როცა იცოდა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აკრძალული იყო ეს, უკვე არაერთი დღეა, სვამენ კიდევ ერთ კითხვას, სად წავიდა ის მკვდარი 200 ძროხა, ნამდვილად დაიმარხა? თუ დაიმარხა, რატომ არ აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც საქმის კურსში უნდა იყოს, შესაბამის განცხადებას და თუ არ დაიმარხა, სად წავიდა? გაიყიდა?
თეგები: ბიუ ბიუ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved