• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ – მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:32 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მე ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 13 წლის წინ გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია.

„მივესალმები ყვარელს და ყვარლელებს, დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით – მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოიპოვა შვიდი ბრწყინვალე, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ბოლო შვიდ არჩევნებში ახლა ჩვენ ვემზადებით მერვე არჩევნებისთვის, მერვე დამაჯერებელი და ძლიერი გამარჯვებისთვის. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი გუნდი იმარჯვებს. ჩვენი ქვეყანა იმარჯვებს ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ხალი იმარჯვებს, იმიტომ, რიმ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ხალხისთვის ბოლო წლებში მოიტანა განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს ხალხს ავარიდეთ დამატებითი პრობლემები, თავისტკივილი და განსაცდელი. ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი ქარტეხილი გამოვიარეთ – არაერთი სირთულე, არაერთი პრობლემა, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომები. მათ შორის, სულ ახლახანს, 13 წლის წინ 21-ე საუკუნეში გამოვცადეთ ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რომელიც 2007 წელს ჩვენი ტერიტორიიდან გასული ყო, მაგრამ უგუნური პოლიტიკისა და მძიმ პროვოკაციების ვერ არიდების შედეგად ისევ შემობრუნდა რუსული ჯარი. ეს რა თქმა უნდაა, მწარე რეალობაა, მაგრამ ეს სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში მეგობრებო! ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმ დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ მე მათ ყოველ დღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან მათ, მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს. ერთის მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved