ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში კორონავირუსის შესაძლო არსებობის შესახებ. როგორც ცენტრის პრესსამსახურში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ინფორმაცია სავარაუდო რისკები შესახებ არის სრულიად გამჭირვალე და საჯარო. ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედის რაიმე ინფორმაციის დამალვა. ყველა წვრილმანი დეტალი მიეწოდება საზოგადოებას“, – განგვიცხადეს დაავადებათა კოტროლის ცენტრში.
კომენტარები