• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:44 08-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ჩვენ გვაინტერესებს ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა და კეთილდღეობა და განვითარება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სვანეთის უნიკალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს კუთხე ხალხით გამოირჩევა.

„განსაკუთრებით მივესალმები ამ ულამაზეს კუთხეს, ამ ულამაზესი კუთხის შვილებს, ყველას მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო სვანებო! ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა. როცა ამ სილამაზეს უყურებ, ერთადერთი განცდა გაქვს – ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ საამაყოა, იყო ქართველი და ამავდროულად, გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ყველა კუთხეს და მუნიციპალიტეტს. სვანეთი გამოირჩევა მართლაც არა მხოლოდ უნიკალური სილამაზით, ბუმბერაზი მთებით, პირველ რიგში სწორედ ხალხით გამოირჩევა ჩვენი ეს ულამაზესი კუთხე. სვანები გამოირჩევიან საკუთარი უნიკალურობით, სიმამაცით. თქვენ ხართ ბუმბერაზი ხალხი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ მიჩნდება ასოციაცია, ვუყურებ რა უზარმაზარ მთებს და კლდეებს, ასეთი ხალხია სწორედ ამ კუთხის შვილები, ჩვენი სვანები. პირველ რიგში, ყველას მადლობას გიხდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერისთვის, სწორედ თქვენი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ისტორიული გამარჯვება. მოვდიოდით რა ამ კუთხეში, მე გამახსენდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი დამფუძნებლის სტუმრობა სვანეთში. გახსოვთ, მაშინ როგორი სპექტაკლის დადგმა მოინდომეს ყოფილი ხელისუფლების მავნებელმა პოლიტიკოსებმა. მაშინ თქვენ ღირსეული პასუხი გაეცით იმ პროვოკაციას. ამ ღირსებისა და ვაჟკაცობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით! ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved