• რეკლამა
  • კონტაქტი
18:57, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია” – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
19:17 10-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით გიორგი ვაშაძე არის ლიდერი, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს და შეცვალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნების“  ხელისუფლების პირობებში დაგროვდა ქვეყანაში. აქუბარდიას თქმით „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრები სხვადასსხვა სფეროების მიხედვით შეძლებენ გააუმჯობესონ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარეება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილებისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ იმ საქართველო იმ წყალგამყოფ ზოლზე დგას დღეს, რასაც ქვეყნის უკეთესი მომავალი ჰქვია. 

„მოხარული ვარ, რომ დღეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩვენ სწორედ იმ წყალგამყოფ ზოლზე ვდგავართ, რასაც ქვია ქვეყნის უკეთესი მომავალი და ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, თქვენი არჩევანის და მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვა. როდესაც ვლაპარაკობთ რატომ უნდა აირჩიოთ „სტრატეგია აღმაშენებელი“, გიორგი ვაშაძე და რატომ უნდა შემოხაზოთ 27 ნომერი? ძალიან მარტივად, სამი სიტყვით ვიტყვი, რომ ეს არის ლიდერი, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს, ქვეყანა წინ წაიყვანოს და შეცვალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნების“  ხელისუფლების პირობებში დაგროვდა ქვეყანაში, ეს არის ის ენერგია, რომელსაც ის მოახმარს სურვილს და იმ ხედვას, რომელიც ერთი წლის მანძილზე  მუშავდებოდა ყველა სფეროს ექსპერტებთან ერთად.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ეს არის გუნდი, რომლის არც ერთი წევრი არ არის აქ შემთხვევით მოსული, ჩვენი  სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ჩვენი სფეროების მიხედვით გავაუმჯობესოთ ის ხედვა, რომელშიც ჩვენ 8 წლის მანძილზე ხელისუფლებამ ჩაგვაგდო. ეს იქნება ჯანდაცვის, ეკონომიკის თუ უსაფრთხოების სფერო და მთავარია, რომ  ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ გამბედაობა და მეორეს მხრივ იმის ცოდნა და ძალა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ. გთხოვთ, რომ  არ დაგეზაროთ საარჩევნო უბნებზე მისვლა, თქვენი ხმა გადამწყვეტია.ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში პარლამენტში, არ დავიშურებთ ძალას და ღონეს იმისთვის, რომ  თქვენი ხმა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების საფუძველი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეული წევრი და გიორგი ვაშაძე, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, მოვისმენთ თქვენს ხმა, გავიზიაროთ თქვენი პრობლემები და მოვაგვაროთ ეს ყოველივე პარლამენტში. აუცილებლად მიდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 27 ნომერი“ – თეონა აქუბარდია

თეგები: თეონა აქუბარდიასტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved