ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
ჩვენი შვილების დამარცხება არ შეიძლება – ვაშინერს!უფროსმა თაობამ, ბევრი ბრძოლა წავაგეთ, ბევრი შეცდომაც დავუშვით, მაგრამ კარგი შვილები გავზარდეთ.ახლა, როდესაც ისინი იბრძვიან იქ და იმ ომში, რომელიც ჩვენ ვერ მოვიგეთ, ნუ ვუღალატებთ მათ.ჩვენ სწორედ დღეს გვაქვს შანსი, როცა ამის დრო მოვა, ამაყად მოვკვდეთ. მოვკვდეთ იმის განცდით, რომ შვილებისთვის არ გვიღალატია.ეს ქმედება გამოისყიდის ყველა ჩვენს ცოდვას, შეცდომასა და დანაშაულს, რაც კი ჩაგვიდენია ოდესმე.
იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ შვილებისთვის!
კომენტარები