• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი სამხედროები დახეული ტანსაცმლით დადიოდნენ და გველებს დასდევდნენ მინდვრებში, შიმშილის გრძნობა რომ მოეკლათ” – ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:53 07-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
892

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

ჩვენი შეარაღებული ძალები თუ რამეს წარმოადგენს დღეს, დიდწილად აშშ-ს დამსახურებაა.
იმ პერიოდში დაიწყეს ამერიკელებმა ქართული არმიის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, ჩვენი სამხედროები დახეული ტანსაცმლით რომ დადიოდნენ და გველებს დასდევდნენ მინდვრებში, შიმშილის გრძნობა რომ მოეკლათ (კი, მართლა იყო ეგ პერიოდი).
ათობით ათას რიგითს, სერჟანტსა და ოფიცერს აქვს სხვადასხვა სახის მომზადება გავლილი, რომელსაც ამერიკელები ატარებდნენ, გინდა საქართველოში, გინდა აშშ-ში, გინდა სხვა ქვეყნებში.
ახლა რომ აყვედრიან ხელისუფლების წევრები, ჩვენი სამხედროები მათ უსაფრთხოებას იცავდნენო, იმ მისიებში მონაწილეობა უპირველესად ჩვენი ინტერესი იყო, რადგან უძვირფასეს გამოცდილებას ვიღებდით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ დანაყოფებს მთლიანად ამერიკელები ამზადებდნენ, აღჭურვავდნენ და ხელფასსაც ისინი უხდიდნენ მისიების დროს.
კი, ჩვენი ინტერესი იყო, თორემ ამერიკელები ან ნატო, როგორმე ჩვენი წვლილის გარეშეც მოახერხებდნენ მისიებისთვის წარმატებით თავის გართმევას.
ამერიკული დახმარების გარეშე, წარმოდგენაც არ მინდა, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალები.
ამიტომ, ის, რაც ახლა ხდება, როცა აშშ ჩვენთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში როგორც წვრთნებს, ისე სამხედრო დახმარებას აჩერებს, არის სრული კატასტროფა!
მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა ყურისძირში ომია და სასწრაფოდ გვჭირდება გადაიარაღება/დასავლურ მოდელებზე გადასვლა.
იმ საბჭოთა იარაღისა და ტექნიკისთვის, რასაც ქართული არმია ფლობს, მალე მარაგნაწილებისა და ამუნიციის ყიდვასაც ან შევძლებთ ან არა.
იმიტომ, რომ ვინც მათ დიდი რაოდენობით აწარმოებდა და მარაგებს ფლობდა (რუსეთი და უკრაინა), ერთიცა და მეორეც, ახლა თავად ეძებს საბჭოთა კალიბრის ჭურვებსა თუ ჯავშანტექნიკას მთელს მსოფლიოში.
მოკლედ, ქოცები მზად არიან, ერთი კაცის გამო, ქვეყნის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დათმონ ისე, რომ უკან არ მოიხედონ და წარბიც არ შეუტოკდეთ.
ამიტომ არიან ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები და რაც დრო გავა, სულ უფრო შეტოპავენ თავიანთ მოღალატეობაში, თუ ჩვენვე არ გავაჩერეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved