ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ჩვენს ზეწოლას და იძულებული გახდა, ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება მიეღო – ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი აცხადებს, რომ 13 სექტემბერს ტრანსპორტის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მათი აქტიურობის შედეგიცაა. შალვა ნათელაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰპირდება.
რატომ გადაედება კოვიდი ადამიანს 10 მეტრის სიშორეზე ავტობუსში და არ გადაედება ტაქსიში, როცა მძღოლზე ცხვირი ცხვირზე აქვთ მიდებული? არავითარი არგუმენტი არ არსებობს.
ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ჩვენს ზეწოლას, ჩვენს სარჩელებს, მსოფლიო ორგანიზაციებში ჩვენს აქტიურობას და იძულებული გახდა, ხელი აეღო განზრახვაზე, გამოეკეტა წინასაარჩევნოდ ხალხი სახლებში და ჩაეხშო საპროტესტო ტალღა.
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება – განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
კომენტარები