• რეკლამა
  • კონტაქტი
04:50, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
11:47 05-30-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

მიმაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ გამოწვევებით აღსავსე დროა, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ძალიან რთული დღეები გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

„მინდა, ყველას შევახსენო, რომ პირველი ომი წარმოებდა საქართველოში. დღეს შეიძლება, ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე ააშენეს ორი სამხედრო ბაზა და ეს არის შედეგი დამანგრეველი ომისა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რომ იყო თუ არა აქტიური, არაპროვოცირებული აგრესია, ღარიბაშვილმა განაცხადა:

„არ მინდა დეტალებზე საუბარი, საუბარი ამ საკითხზე, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მლნ მოსახლეობა ჰყავს. კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარა ქვეყანაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ ის ომი, არ მინდა, დეტალებში შევიდე, ჩვენთვის დამანგრეველი იყო. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს იმ დროს არ მიექცა საკმარისი ყურადღება.

„რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ დაუწესა რუსეთს სანქციები. მე ასე ვფიქრობ, ასე მწამს, რომ უნდა დაეწესებინათ. ჩვენთვის რა განსხვავებაა, ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი, ხომ?! ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვდება და ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved