• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი მთავარი დევიზია – ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები, ძლიერი ქალაქები, განვითარება ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:07 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ჩვენი ხელისუფლება პირველივე დღიდან არის ორიენტირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა.

„მე აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი გავაკეთეთ, ბევრს ვგეგმავთ, ბევრს გავაკეთებთ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით, საით უნდა წავიდეთ, როგორ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა და როგორ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. სულ ახლახანს  დავასრულეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე მუშაობა. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. საბოლოო ჯამში, მე ოკუპაცია ვახსენე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც არის ყველაზე მთავარი ამოცანა და ჩვენი საზრუნავი, ამასთან ერთად, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მეტი განვითარება სჭირდება ჩვენს ქალაქებს, რეგიონებს და განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება.

„ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატები წარუდგენენ მოსახლეობას დეტალურ გეგმებს, ხედვებს, თუ რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის, რეგიონებისთვის, სოფლებისთვის. ჩვენი მთავარი დევიზი უნდა იყოს – ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები, ძლიერი ქალაქები. მეტი განვითარება სჭირდება ჩვენს ქალაქებს, რეგიონებს. განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთიანი გუნდი ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, სირთულე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას – ეს არის სიდუხჭირე, გაჭირვება, უმუშევრობა, პანდემიასთან ბრძოლა, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved