• რეკლამა
  • კონტაქტი
05:51, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წელს, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:16 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ხელისუფლებამ, საკმაოდ დიდი პროგრესი მოიტანა ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არის მოსაგვარებელი და ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ რეალური პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მთავრობის მიერ შემუშავებულ გრძელვადიან ხედვაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძვირფასო მეგობრებო, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დღეს, აქ მობრძანებისთვის. მე მინდა, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის ჩვენი გუნდისადმი, ჩვენი საერთო, დიდი ოჯახისადმი. „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 7 არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი 7 არჩევნებში ჩვენი ღირსეული გამარჯვება. ამისთვის მადლობა თქვენ. მადლობა ჩვენს ხალხს.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ხელისუფლებამ, საკმაოდ დიდი პროგრესი მოიტანა ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არის მოსაგვარებელი და ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ რეალური პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაში.

მთავარი გამოწვევები ყველასთვის ცნობილია, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ა.შ. უამრავი პრობლემა არის დღეს კიდევ მოსაგვარებელი. ამ მიზნით, ჩვენ და ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი, მასშტაბური ხედვა, ჩვენი ქვეყნის განვითარების, ყველა სექტორის მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ თითოეული სექტორი, მიმართულება და სფერო“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი.

„წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი თანხების ინვესტირება მოვახდინეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. არაერთი მილიარდი დაიხარჯა და კონკრეტულად რეგიონში, ვინაიდან ვიმყოფებით კახეთში, მინდა ვთქვა, რომ კახეთში, რეალურად, ძალიან დიდი დოვლათი შეიქმნა ბოლო 8 წლის განმავლობაში, იქნება ეს მევენახეობის, მებაღეობის, მეცხოველეობის განვითარება. ათასობით და ათიათასობით, ვგულისხმობ ქვეყნის მასშტაბით, ფერმერმა, ბენეფიციარმა, მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამებით, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, შეღავათიანი აგროსესხის პროექტი, დანერგე მომავალი და ა.შ.

მე ვიცი, რომ ახმეტაში, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება გზების, გაზმომარაგების, წყალმომარაგების პრობლემა. ჩვენი დაპირებით და ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წელს, ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი. 3 000 სოფელი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს ხარისხიანი წყალმომარაგებით. პრობლემები არის გზების, გაზმომარაგების მიმართულებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენ დავაგეთ 150 კმ. მაგისტრალური გზა, ე.წ. ავტობანი. შედარებისთვის, 2012 წლამდე, სულ დაგებული იყო 68 კმ. გზა. ამ დროს, განცდა იყო იმის, რომ თითქოს მთელი საქართველო დააგეს და მთელი საქართველო ავტობანებად გადააქციეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალობა სულ სხვა იყო. მე არ მინდა ვინმეს შევედარო, მაგრამ რეალობისთვის, შედარებისთვის, მინდა ჩვენს მოსახლეობას ეს ანგარიში ჩავაბარო. ამას გარდა, დაახლოებით, 2 850 კმ.-ის გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დაიგო ახალი გზები, ისეთ სოფლებში, რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც პრაქტიკულად, გზა საერთოდ არ ყოფილა მანამდე. ჯამში, 7 000 კმ. გზების რეაბილიტაცია-აღდგენა მოვახერხეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა – არა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ბევრი სკოლის რეაბილიტაცია და აშენება მოხდა, ახალი საბავშვო ბაღების, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთიანი ევროპული სტანდარტის დანერგვა ყველა მუნიციპალიტეტში.

ახლა ჩვენ ვიწყებთ, მაგალითად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორიც არის, თუნდაც, ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ცენტრების მოწყობას ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ უნდა შევიტანოთ ევროპული ხელწერა, ევროპული სულისკვეთება, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა ვაქციოთ ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი, უნდა შევქმნათ ახალი რეკრეაციული სივრცეები, ახალი ტურისტული მიმზიდველობის ცენტრები უნდა შევქმნათ თითოეულ მუნიციპალიტეტში. ახმეტას ამის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. მთავრობა, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა და დახმარება წამოვიდეს ახმეტის მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved