• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი დონალდის ამბავი” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
02:42 03-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,366

ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე:

ჩვენი დონალდის ამბავი:

ამ სახელმა ბოლო დღეებში ნახევარი მსოფლიო გაამწარა, მაგრამ მე ამ დონალდზე არ მოგითხობთ. ჩვენს დონალდს უფრო აკადემიური წრეები იცნობენ. პროფესორი დონალდ რეიფილდი, ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის ემერიტუსი, დასავლური ქართველოლოგიის ყველაზე მხცოვანი ვეტერანია. გუშინ ქოცების კულტ. ინტელიგენციას რაღაც ღონისძიება გაუმართავს ლონდონში და მისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ. დონალდ რეიფილდმა გაიხსენა ბოლო თვეებში ადამიანების ცემა, დევნა, შეადარა ისინი საბჭოთა დროის დისიდენტებს – კოსტავას, გამსახურდიას – რომლებსაც ის კარგად იცნობდა და თქვა “მე ქართული ოცნებისგან ვერანაირ ჯილდოს ვერ მივიღებ!”

საერთოდ არ გამკვირვებია. მინდა გავიხსენო “ჩემი წილი” დონალდ რეიფილდი, რამდენიმე ეპიზოდი ჩვენი ურთიერთობიდან:

2012 წელს მოვიგე რუსთაველის ფონდის გრანტი და ბრიტანეთში წავედი არქივებში სამუშაოდ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში უნდა მემუშავა უორდროპების არქივზე. ამ დროს დონალდი მარჯორი უორდროპის ქართველოლოგიურ ფონდს ხელმძღვანელობდა. ამ ფონდს უნდა მოეცა დაშვება. თან, რეკომენდაცია უნდა გაეწია ჩემთვის, რომ როგორც გარეშე პირი სანდო ვიყავი ბოდლიანში შესასვლელად. დაშვებაც მომცა და რეკომენდაციაც დამიწერა. ამავე დროს, მინდოდა უორდროპების საფლავის ნახვა კენტის საგრაფოს სოფელ სევენოუქსის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ანგლიკანური ეკლესიის ეზოში. საკმაოდ დიდი სასაფლაოა და ვკითხე როგორ მივიდეთქო. შენ აქამდე ჩამოდი, რკინიგზის სადგურთან დაგხვდები და მე მიგიყვანო. შეგახსენებთ, ამ დროს მე ვარ 27 წლის მისთვის უცნობი ქართველი დოქტორანტი და ის არის 70 წელს გადაცილებული ცნობილი პროფესორი. დამხვდა სადგურზე, წამიყვანა მაღაზიაში ყვავილების საყიდლად და მერე მიმიყვანა სასაფლაოზე. წვიმიანი დღე იყო. იმ საფლავზე ხალხს აღარ ასაფლავებენ და ამიტომ შემოღობილი და დაკეტილია. გასაღები აქვს ეკლესიის წინამძღვარს. ეს წინამძღვარი ცოტა უჟმური კაცია, შეიძლება არ შეგვიშვას და მოდი ღობეზე გადავძვრეთო:))) ამხელა კაცი ჩემთან ერთად გადაძვრა ღობეზე, თან უკან იხედებოდა წინამძღვარმა არ დაგვინახოსო.

მერე იყო და თსუ-დან მრიცხავდნენ, კლანების საჯარო კრიტიკის გამო, “ეთიკის კომისიის” მოშველიებით. ამას დაუპირისპირდა დონალდი და უძლიერესი რეცენზია დაწერა, რომელიც შენახული მაქვს და რომლითაც ახლაც ვამაყობ – “ბექა კობახიძის დისერტაცია წარმატებას მიაღწევდა ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში და ის უნდა გამოიცეს, მათ შორის ინგლისურ ენაზეც”. ის ამატებდა, რომ ჩემს გარიცხვას ის ხმამაღლა დაუპირისპირდებოდა, რაც დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებდა თსუ-ს.

2018 წელს დასავლეთელმა მეცნიერებმა წერილი მიწერეს მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და არქივებზე წვდომის გაადვილება სთხოვეს. რასაკვირველია, დონალდი ამ წერილის ხელმომწერი იყო.

2020 წელს, რუსთაველის ფონდის მაშინდელმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაჯარიმება დამიპირა ყოვლად აბსურდული მოტივით. ეს იყო შურისძიება იმის გამო, რომ მე მის სტატიაზე მკვახე აკადემიური რეცენზია დავწერე. ბრიტანეთის, ამერიკის და სხვა დასავლური ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა დაწერეს საპროტესტო პეტიცია ამ პერსონალური ვენდეტის წინააღმდეგ. დონალდმა არათუ ხელი მოაწერა ამ პეტიციას, არამედ მომწერა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ რაღაც პროექტში მონაწილეობა მთხოვა და თუ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტენ შენს წინააღმდეგ შურისძიებას, მე უარს ვიტყვი მონაწილეობაზეო.

ჰოდა, ვის გაუკვირდებოდა ახლა ის ამბავი, რომ ქოცის სისხლიანი ხელიდან ეს კაცი ჯილდოს არ აიღებდა.
ქოცები არიან ქაჯები, როცა იფიქრეს, რომ გიორგი კალანდიას დაუყენებდნენ ამ კაცს პოდიუმზე.
დონალდ რეიფილს გაუმარჯოს!

ბრიტანელმა პროფესორმა საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორს ჯილდოზე უარი უთხრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved