მწერალი ლაშა ბუღაძე:
,,ტრადიციული ჩეკისტურ-პოლიტტექნოლოგიური მეთოდია: ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს ამჯერად ვითომდა მწერლის შეურაცხყოფის გამო… წამქეზებლური, ბოროტი და მანიპულაციური კამპანია დაიწყეს პროპაგანდისტულმა მედიებმა, რათა 17 წლის ბიჭის მკვლელობა, ბათუმში ჩაცხრილული ადამიანის დაღუპვა და დღეს ჩამოვარდნილი მუშის ტრაგედიის გადაფარვა სცადონ… ისევე, როგორც რუსული ომის დამხმარე ყულევის ტერმინალის დასანქცირება, რომელიც უდიდესი გეოპოლიტიკური მარცხი და ზიანია მათთვის!
ეს მარტო ამ ბოლო ორი დღის ტრაგედიები ჩვენთვის და ისტორიული კატასტროფები ივანიშვილისთვის!
სხვა მიმართულებით ცდილობენ ხალხის ემოციების გადატანა-გაშვებას, რათა ქოცების მავნებლობაზე, დანაშაულებზე და უპასუხისმგებლობაზე არ მოხდეს აღშფოთების კონცენტრაცია!
პროპაგანდისტული მედია – ასევე სანქცირებული სიყალბისათვის! – რესურსს არ ზოგავს, რომ ხალხი იუმორისტის პაროდიაზე გადაერთოს და 17 წლის მოკლული ანგელოზივით ბიჭი დაივიწყოს “იმედის”, “რუსთავი2-ის” და “პოსტივის” პროპაგანდის კანონადის ქვეშ – გეგონება, კომიკოსის პაროდია იყოს პრობლემა და არა მკვლელობები და ქვეყნის გაუბედურება!
გიორგი ახობაძის დაკავებაც ჩვენი დეზორიენტირების მცდელობაა – ძალა აღარ უნდა შეგვრჩეს, რომ პასუხი მოვთხოვოთ რეჟიმს!
მაგრამ არაფერი გამოუვათ… ვისზეც ივანიშვილმა გამარჯვების ფსონი დადო 2022 წლის 24 თებერვალს – უკრაინული დრონები ჯეგავენ! ჭიპლარით კი მოსკოვზე ხართ მიბმული, რომლის იმედადაც ხართ და იყავით…
სუსტები ხართ და კიდევ უფრო დასუსტდებით! ჩიხში ხართ და კიდევ უფრო მეტ ჩიხში შეხვალთ!“











კომენტარები