• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკა გრძელდება, რომლის შედეგიც არის ის, რომ ათობით და ასობით საწარმო დაფინანსდა ქვეყნის მასშტაბით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:07 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მერისგან, მუნიციპალიტეტისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის  მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენს გუნდთან ერთად, მთავრობამ შევიმუშავეთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვა, ყველა სექტორის მიმართულებით. მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაიხარჯება დაახლოებით 7 მილიარდი ლარი იმისთვის, რომ სოფელი ერთხელ და სამუდამოდ, ძლიერად დავაყენოთ ფეხზე. ჩვენ აქ გვესწრება ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი. სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დროს, მის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკის გაგრძელება, რომლის შედეგიც იყო და არის ის, რომ ათობით და ასობით საწარმო დაფინანსდა ქვეყნის მასშტაბით. ათასობით ბენეფიციარი გვყავს დღეს ქვეყანაში, რომელიც სარგებლობენ იაფი აგროკრედიტის, „აწარმოე საქართვლოსი“ პროგრამით, „დანერგე მომავლის“ პროგრამით, რომელიც ჩვენი მხრიდან ძალიან ხელშესახები დახმარებაა ჩვენი მოსახლეობისთვის. როდესაც მოვდიოდი, ვუყურებდი, მთელი ნაკვეთები დამუშავებულია. ჩანს, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ამ მუნიციპალიტეტში და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს. ამიტომ, ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მერისგან, მუნიციპალიტეტისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved