• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი ამოცანაა, ძალაუფლება არასდროს დაუბრუნდეს “ენმ”–ს – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:40 11-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილი:

„ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი, სხვადასხვა მხრიდან – ზოგი იყო აქციის მონაწილე, ზოგი ჟურნალისტი „იმედში“, რომელიც მაშინ დაარბიეს, ზოგი, როგორც მოქალაქე, ამ ყველაფრის მიმართ თანაგრძნობას იჩენდა. ვფიქრობ, მთლიანად საზოგადოებამ ვისწავლეთ, რომ ხალხის მხარდაჭერილი ვერ იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ეფუძნება ძალადობას. ჩვენ რასაც ვხედავთ, იგივე ხალხია, ვინც არიან 7 ნოემბრის შემოქმედები. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ არ აქვთ ძალა, რაც მაშინ ჰქონდათ, თუმცა მიზნები, შემართება, დამოკიდებულება, რიტორიკა, არაფერი შეცვლილა. თუ დავფიქრდებით, მათ შორის „იმედის“ მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, შევხედავთ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ საერთოდ არაფერი შეცვლილა. შეიცვალა ერთადერთი ის, რომ მათ ქართველმა ხალმა ჩამოართვა ძალაუფლება, შესაძლებლობა, ხალხზე იძალადონ.

ჩვენი ამოცანაა, ქართველ ხალხს დავეხმაროთ, რომ ძალაუფლება არასდროს დაუბრუნდეს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც გამოირჩევა აგრესიით მათ მიმართ, ვინც მათი თანამოაზრე არ არის და ყოველთვის თვალი გაურბის ძალადობისკენ. ამიტომ, ეს არის ყველაზე მთავარი გაკვეთილი და ამ გაკვეთილზე ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა. 2012 წლიდან მოყოლებული, უკვე ცხრა არჩევნები ჩატარდა და ქართველი ხალხი 7 ნოემბრის შემოქმედებს არ ენდობა“

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved