• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ყოფილი ბანკირები მევახშეებს გმობენ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:59 01-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,262

,,ტაბულას” დამფუნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

,,ვულგარული პოპულიზმის პასუხად:

1. ჩვენ უნდა ვიყოთ საზოგადოება სადაც ხალხი შიმშილით და სიცივით არ კვდება;

2. მაგრამ იმისთვის, რომ ვიქცეთ ასეთ საზოგადოებად – არ უნდა ვიყოთ ღარიბები;

3. იმისთვის, რომ არ ვიყოთ ღარიბები, გვჭირდება ხელმისაწვდომი ფული – რომელსაც ვისესხებთ და ჩავდებთ ბიზნესში, რომლითაც ვიყიდით ბინას …

4. რაც უფრო დიდ რისკთან იქნება ფულის სესხება, მით გაგვიძვირდება და გაგვირთულდება ფულის შოვნა ბიზნესის საკეთებლად, ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

5. საქართველოში ფულის სესხება ძვირია (უფასო ფული არ არსებობს და რაც “არსებობს”, იმ ფულსაც ფასი აქვს, მონობა)

6. ძვირია ყველასთვის, მათ შორის იმ ადამიანისთვის ვინც დღეს გამოასახლეს;

7. იმისთვის, რომ ფულის სესხება გაიაფდეს, გარდა ნატოში შესვლისა და გამდიდრებისა, გვჭირდება რომ ხალხმა ფული დააბრუნოს ამა თუ იმ ფორმით;

8. ქართული ოცნება სამარცხვინოა იმის გამო, რომ ამ თემით პოპულისტურად ისარგებლა, იპოთეკარებზე არარეალისტურ დაპირებები გასცა და შემდეგ, თავი რომ დაეძვრინა, რეგულაციები მიიღო რამაც მოქალაქეებს ფულის სესხება კიდევ უფრო გაურთულა და გაუძვირა.

9. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი სამარცხვინოა იმის გამო, რომ ქართული ოცნებისგან არაფრით განსხვავდება და აყროლებულ პოპულიზმს სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს ნაცვლად საღი აზრისა.

რომ შევაჯამო:

10. ნასესხებ ფულს უნდა დაბრუნება.

11. ფულის სესხება საქართველოში ღირს ძვირი ა) უსაფრთხოების რისკების გამო; ბ) სახელმწიფო რეგულაციებით ფულის ხელმისაწვდომობის ხელოვნური შეზღუდვის გამო; გ) ვალის ამოღებასთან დაკავშირებული რისკების გამო;

12. თუ გვსურს ძვირი არ ღირდეს, ვალის აღება და ამოღება კი არ უნდა გავართულოთ პოპულისტური ისტერიკით, პირიქით – ფულის გაცემა და ამოღება უფრო იოლი უნდა გავხადოთ და თავისუფალი სასამართლო შევქმნათ, რომლის მიმართაც ნდობა იარსებებს.

13. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ყოფილი ბანკირები მევახშეებს გმობენ, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ტაბულას თანამშრომლის შვილები ახალ წელს მშობლების უხელფასოდ დატოვებას სწორედ მევახშეებს გადაურჩენიათ, იმიტომ რომ ბანკები სესხს არ მაძლევდნენ მძიმე რეგულაციების და რეჟიმის წნეხის გამო.

14. ისიც ზუსტად ვიცი, რომ სულ რომ იატაკქვეშეთში მოუწიოთ მევახშეებს გადასვლა, მაინც გადამარჩენენ იმიტომ რომ რაზეც მოთხოვნა არსებობს, მიწოდება ყოველთვის ჩნდება.

15. უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე, უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებზე ღირსეულმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს და ხელი გაუმართოს, მაგრამ ეს ბანკებზე და მევახშეებზე ძალმომრეობით და მეტი რეგულაციებით არ მიიღწევა – პირიქით, ეს ყველაფერი ფულის სესხებას კიდევ უფრო აძვირებს და გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.“

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved