• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს ომი – G7-ის შეხვედრა დასრულდა

ალია ავტორი - ალია
19:10 06-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
495

გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტი დასრულდა. დიდი შვიდეულის  წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხი განიხილეს.  ს განცხადება. 

განცხადებაში დიდი შვიდეულის ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაერთიანების წევრი ქვეყნები მიესალმებიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ფინანსური, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”

“გარდა ამისა, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობას ჩაანაცვლოს უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, არალეგიტიმურით. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს ომი, რომელიც თავად აირჩია. დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს ყველა საომარი მოქმედება და გაიყვანოს თავის ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, საზღვრებიდან, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ რიტორიკას ბირთვული იარაღის შესახებ.  რუსეთი უნდა დარჩეს მისი საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში, მათ შორის იმ შეთანხმებაში, რომელიც კრძალავს, ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, რომ მოიქცნენ პასუხისმგებლობით და თავშეკავებით. ვიმეორებთ, მსგავსი იარაღების ნებისმიერი ფორმით გამოყენება, იქნება მიუღებელი და მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ამ მხრივ, ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ რუსეთის განცხადებაზე, რომ მან შესაძლოა ბირთვული შესაძლებლობების მქონე იარაღი ბელარუსში გადაიტანოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარი შეეხო რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. G7-ის ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გასაძლიერებლად, მომდევნო დღეებსა და კვირებში დამატებით ზომებს მიიღებენ.

თეგები: განცხადებადიდი შვიდეული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved