თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება რუსთაველზე გამართულ აქციაზე წაიკითხე:
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ყველა პროტესტმა, ყველა ბრძოლამა, ყველა დარბევამ ჩვენი უნივერსიტეტის ფანჯრებთან ჩაიარა და ასეა ახლაც. ამ პროტესტში ჩვენ ვართ არა შემოერთებული, არამედ სამოქალაქო პროტესტის მთავარი საყრდენი. ჩვენ ვართ თავისუფალ საქართველოში დაბადებული მოქალაქეები და ამ თავისუფლების დათმობას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის საკმარისი და ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ კანონი მეორე მოსმენაზე არ ჩავარდება და რაც მთავარია არ შესრულდება კანდიდატის სტატუსტისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია.
მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის და გაავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
კომენტარები