• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჩვენ უფრო მეტად ვიცავთ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს, ვიდრე…“ – რას წერს ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
18:40 05-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
427

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე3

,,იძულება

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო პოლიტიკაში გაჩნდა ახალი ტერმინი – „იძულება მშვიდობისთვის“. ეს ტერმინი გულისხმობდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის უფლების მინიჭებას იმაზე, რომ მას გამოეყენებინა ყველა საჭირო საშუალება ან მიეღო მშვიდობის დარღვევის საშიშროების წინააღმდეგ სერიოზული ზომები, ძალის გამოყენების ჩათვლით, რათა გადაწყვეტილი ყოფილიყო შეიარაღებული კონფლიქტი.

თუმცა, შემდგომში მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ეს ტერმინი გამოიყენეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად ისე, რომ გაეროსგან თანხმობის მიღება არც უცდიათ. ძირითადად ამას აკეთებდა აშშ და ნატო ერაყში, სომალიში, რუანდაში, ჰაიტში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში და ალბანეთში.

2008 წელს რუსეთიც ამ ტერმინს იყენებდა და ცდილობდა საქართველოზე თავდასხმა და მისი ნაწილის ოკუპაცია მსოფლიოსთვის ისე წარმოეჩინა, თითქოს ეს იყო საქართველოს „იძულება მშვიდობისთვის“.

დღეს უკვე ისე მიდის საქმე, რომ დიდი ქვეყნების მიერ წარმოებული პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც „იძულება დემოკრატიისთვის“. საქმე ისაა, რომ დღევანდელი „ლიბერალების“ გაგებით ანტიდემოკრატად ითვლება ყველა, ვინც ცდილობს დაიცვას ტრადიციული ღირებულებები, სხვადასხვა რელიგიური მოძღვრებები და წეს-ჩვეულებები, ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრების ტრადიციები და ა. შ.

აქედან გამომდინარე, რადგანაც მათ ცხოვრების მიზნად „ბნელი“ და „ჩამორჩენილი“ მსოფლიო საზოგადოების გათანამედროვეობა დაუსახავთ, ამიტომ თავის თავს ანიჭებენ უფლებას, რომ ყველა ქვეყანაში მიაღწიონ „იძულებას დემოკრატიისთვის“, რაც ძალიან გვაგონებს 100 წლის წინანდელ ბოლშევიკების მიერ დაჟინებით დანერგილ და საკუთარი ცხოვრების არსად გადაქცეულ „მსოფლიო რევოლუციის“ მოწყობის თეორიას.

„ლიბერალების“ მთავარ საჯილდაო ქვად დღეს გადაქცეულია ლგბტ თემის უფლებების დაცვა. მოდის 17 მაისი და მორიგი პროვოკაციებისთვის ემზადებიან მათი „უფლებადამცველები“. ისინი არც უარყოფენ, რომ უნდა აიძულონ ჩვენი ერი, რათა მათ ბუნებრივად მიიღონ არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობები, ერი, რომლის 87%-ისთვის პრიორიტეტულია ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულება. სინამდვილეში ასეთი „უფლებადამცველების“ უმრავლესობას საერთოდ არ აღელვებთ სექსუალური უმცირესობების უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებობს როგორც ძალადობის, ასევე იძულების მუხლები. ამ მუხლების მიხედვით, ძალადობა გულისხმობს ერთი სუბიექტის მიერ მეორისადმი ისეთ ზეწოლას, რომელიც ფიზიკურ ტკივილს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში „ლიბერალების“ ზეწოლები შეიძლება ფიზიკურ ტკივილებსაც იწვევდეს, მაინც მოვერიდები მათი ქმედებების ამ მუხლით დაკვალიფიცირებას. აი, „იძულების“ მუხლი კი პირდაპირ ესადაგება ქართველი და უცხოელი „ლიბერალების“ მოქმედების სტრატეგიას და ტაქტიკას.

თავად განსაჯეთ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი:
„1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, – ისჯება ……………………..
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის, – ისჯება ……………………..“

ჩვენ აქ შეგნებულად არ მოგვყავს ის სანქცია, რომლითაც ისჯება აღნიშნული ქმედება, მთავარია, რომ „ლიბერალების“ მხრიდან ნამდვილად არის მცდელობა მთელი ერის მიმართ დასჯადი ქმედებისა, ანუ მცდელობას, რომ მოახდინონ მათი „ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“, და ამას ისინი ახორციელებენ „დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფების… მიმართ ჯგუფურად და არაერთგზის“.

სწორედ პროპაგანდის გზით ცხოვრების გაუკუღმართებული წესის მიღების იძულებაა „ლიბერალების“ მხრიდან დანაშაული, სწორედ არანორმალურის ნორმად შემოჩეჩებაა მიუღებელი, თორემ ვისაც როგორ უნდა, ისეთი სექსუალური ცხოვრებით უნდა იცხოვროს, არავის აქვს უფლება სხვის საძინებელში შეიჭყიტოს, ეს პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციაა და ამ ნიშნით ვინმეს შევიწროვება დანაშაულია. აქ საუბარია არანორმალურის ნორმალურად წარმოჩენის პროპაგანდის მიუღებლობაზე, ხოლო ასეთი პროპაგანდის აკრძალვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც სიგარეტის ან ნარკოტიკის რეკლამირების მიუღებლობა. მით უმეტეს, რომ გეი აღლუმების ჩატარებას აუცილებლად მოსდევს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნორმად ქცევის მოთხოვნა, მათ მიერ შვილების გაზრდის უფლების მოთხოვნა და ბავშვობიდან ტრნსგენდერული გადახრების წახალისება და ნორმად ქცევა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, ანუ ნამდვილი უფლებადამცველები, რომლებიც გამოვდივართ გეი პროპაგანდის წინააღმდეგ, გაცილებით უფრო მეტად ვიცავთ ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს, ვიდრე ისინი, ვინც მათ უბიძგებენ სხვადასხვა დემონსტრაციების მოწყობისკენ და იწვევენ მათ მიმართ ხალხის აგრესიას, სამაგიეროდ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის. ჩვენ კი რეალურად ვიცავთ მათ სექსუალური ნიშნით ნებისმიერი შევიწროვებისგან.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved