• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ უპასუხისმგებლო განცხადებებს აზერბაიჯანიც გამოიყენებს რუსეთიც, სომხეთი და თურქეთიც” – რა საფრთხეებს მოგვიტანს “კარტოგრაფების საქმე”

ალია ავტორი - ალია
14:54 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის ირ­გვლივ ხმა­უ­რი არ წყდე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ამ სა­კითხს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი რომ პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში იყე­ნე­ბენ, ამა­საც ყო­ველ­დღე ხე­დავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. დღეს ბევრ კი­თხვა­ზეა პა­სუ­ხი გა­სა­ცე­მი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი არც იმას გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი პრო­ცე­სე­ბი გარე ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­ძა­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ. დღეს რე­გი­ონ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომი, რა­ტომ არის ამ დრომ­დე ჩუ­მად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რე და რა­ტომ არ ეხ­მა­უ­რე­ბა დე­მარ­კა­ცი­ის სა­კითხს, ამ და ბევრ სხვა სა­კი­თხზე სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე “AMBEBI.GE”-სთან საუბრობს:

– რამ­დე­ნი­მე ტი­პის საფრ­თხეა, პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მოჩ­ნდა კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ე­ხე­ბა. შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი შე­ე­ცა­დონ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად ფრაგ­მენ­ტა­ცი­ას, პო­ლა­რი­ზა­ცი­ას და ხელი შე­უ­წყონ სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­ჩე­ნას. თუნ­დაც გა­აღ­ვი­ვონ ის ლა­ტენ­ტუ­რი კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, მა­ინც არ­სე­ბობს ჩვენს ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს შო­რის. აქ­ტი­უ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მოწ­მე­ე­ბი ვართ, მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში რთუ­ლია ვთქვათ, ეს სა­ი­დან იმარ­თე­ბა, მაგ­რამ ცალ­სა­ხაა, მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თვე­ლებ­სა და სომ­ხებს, ქარ­თვე­ლებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას.

მე­ო­რეს მხრივ, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ვხე­დავთ დის­კუ­სი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის, რაც ხში­რად მტკივ­ნე­ულ სა­ხეს იღებს. ლო­გი­კუ­რია, იარ­სე­ბებს ის­ტე­რია, ეს ჯგუ­ფე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან კი­დევ უფრო და­ა­პი­რის­პი­რონ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნებს.

მე­ო­რე ტი­პის საფრ­თხე­ე­ბი შე­ე­ხე­ბა იმის მცდე­ლო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით მხა­რედ აღ­მოჩ­ნდეს ამ კონ­ფლიქ­ტში. ორი­ვე მხა­რე, სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცია ეჭი­როს. გა­სა­გე­ბია, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი პა­ტივს სცე­მენ ჩვენს ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ას, მაგ­რამ პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა მათ მის­ცემ­და ერ­თგვარ უპი­რა­ტე­სო­ბას, მო­რა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ უშუ­ა­ლოდ ად­გილ­ზე, სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­უძ­ლია ითა­მა­შოს, თუკი მო­ინ­დო­მებს. ოღონდ ეს იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ვე­ცა­დოთ მხა­რის მსგავ­სიც კი და­ვი­ჭი­როთ აღ­ნიშ­ნულ კონ­ფლიქ­ტში. ეს მხო­ლოდ ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას არ შე­ე­ხე­ბა, ამ პრო­ცეს­ში ჩვე­ნი მხა­რის და­კა­ვე­ბით საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს რუ­სე­თის და თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

გვინ­და თუ არ გვინ­და ვიმ­ყო­ფე­ბით მათი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თის არე­ალ­ზეც, გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, როცა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ვი­თა­რე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

მე­სა­მე საფრ­თხე კი არის ეკო­ნო­მი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის რის­კე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი დღე ომი­სა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუ­ა­რე­სებს ჩვენს პო­ზი­ცი­ებს, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ისე რო­გორც სან­დო და სა­ინ­ტე­რე­სო რე­გი­ო­ნის თვალ­საზ­რი­სით. ელე­მენ­ტა­რუ­ლად აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მა რომ ავი­ღოთ, როცა მისი ორი წევ­რი ერ­თმა­ნეთ­თან ღიად, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ომ­შია ჩარ­თუ­ლი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს რე­გი­ო­ნი იყოს სა­ინ­ტე­რე­სო და­სავ­ლე­თის­თვის თუკი ის და­ემ­სგავ­სე­ბა 90-იანი წლე­ბის ბალ­კა­ნეთს ან ბოლო პე­რი­ო­დის ახლო აღ­მო­სავ­ლეთს, რო­მე­ლიც საკ­მად არას­ტა­ბი­ლუ­რი იყო და­სავ­ლე­თის­თვის და საკ­მა­ოდ დიდი რე­სურ­სი წა­არ­თვა. და­სავ­ლე­თი ამ რე­გი­ონ­ში ვერ იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი, რად­გან საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სე­თი და თურ­ქე­თი. და­სავ­ლე­თი შე­იძ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რი იყოს ჩვენ­თან, მაგ­რამ რე­გი­ო­ნის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბას მარ­ტო ჩვენ არ ვქმნით, რე­გი­ო­ნის მი­მართ და­სავ­ლუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს ამ ომმა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვაქვს პრაქ­ტი­კუ­ლად და ვქმნი­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბას, რომ უცხო­ე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი რო­გორც აზი­ი­დან, ისე ევ­რო­პი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნე­სის კე­თე­ბით, რად­გან ჩვენ­თან ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა იძ­ლე­ო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას რო­გორც ევ­რო­პულ, ასე­ვე აზი­ურ ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბის, მაგ­რამ მუდ­მი­ვი ომი და და­ძა­ბუ­ლო­ბა თუ იქნა, არც ერთი სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ინ­ვეს­ტო­რი არ და­ი­წყებს ინ­ვეს­ტი­რე­ბას და რა­მეს წარ­მო­ე­ბას, რო­დე­საც უყუ­რებს ორი ქვე­ყა­ნა ომობს და მე­სა­მე ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დგას ყვე­ლა­ზე დიდი და აგ­რე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბა, ისიც ფაქ­ტია, რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს ეს ომი, ამ ომის ის­ტო­რი­ას ეს არ და­ამ­თავ­რებს. და­ვუშ­ვათ მო­ი­გო აზერ­ბა­ი­ჯან­მა, მოხ­დე­ბა ის, რომ სომ­ხებ­ში გაჩ­ნდე­ბა მარ­ცხის გან­ცდა, მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა იმის საფრ­თხე, რომ ეს ქვე­ყა­ნა ეც­დე­ბა რე­ვანშს, თუ წა­ა­გო აზერ­ბა­ი­ჯან­მა, შე­იძ­ლე­ბა ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოყ­ვეს თვი­თონ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში და ახა­ლი ელი­ტა გა­ა­კე­თებს იმას, რაც ვერ გა­ა­კე­თა ილ­ჰამ ალი­ევ­მა. ისევ ექ­ნე­ბა მე­ო­რე მხა­რე­საც რევ­ნა­შის­ტუ­ლი გან­წყო­ბე­ბი და თუ გა­ი­წე­ლე­ბა კი­დევ ომი, მა­შინ პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა ისიც, რომ რუ­სე­თის გავ­ლე­ნა ორ სა­ხელ­მწი­ფო­ში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

ჩვენ ვი­ცით რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო მან­და­ტე­ბი რე­ა­ლუ­რად რას აკე­თებს. მოხ­დე­ბა ის, რომ ამ ორ ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე შან­სე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უმ­ცირ­დე­ბა, ხოლო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტო­რი იმის, რომ ეს ორი ქვე­ყა­ნა შე­იძ­ლე­ბა არ და­ე­ჯა­ხოს ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ არც არას­დროს და­ე­ლა­პა­რა­კოს. ამ­გვა­რად მი­ვი­ღებთ საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბას რე­გი­ონ­ში.

ჩვენ ვცდი­ლობთ მოვ­წყდეთ რუ­სულ ორ­ბი­ტას და პრაქ­ტი­კუ­ლად ამ გზით კი ვექ­ცე­ვით რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო მარ­ყუ­ჟის ქვეშ. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი­დევ უფრო მე­ტად გვჭირ­დე­ბა და­ფიქ­რე­ბა, რომ ჩვენს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს და ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. სწო­რი პო­ზი­ცია აქვს დღეს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს. ჩვენ უნდა შევ­ქმნათ მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი. დიდ გა­მოწ­ვე­ვებს ვა­წყდე­ბით ისე­დაც პან­დე­მი­უ­რი რის­კებს, სხვა რის­კე­ბიც ემა­ტე­ბა და ამ ფონ­ზე ბუნ­დო­ვა­ნია ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის შეც­ვლა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ით უნდა და­ვა­ლა­გოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტთან. გა­სა­გე­ბია აქ მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის და სომ­ხე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი, ჩვენც ვუ­ყუ­რებ­დით 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს რო­გორ მარ­თავ­და ჩვე­ნი ხალ­ხი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ჩვენს მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებს და რო­გორ აფიქ­სი­რებ­და თა­ვის პო­ზი­ცი­ას.

– ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ვხე­დავთ რო­გო­რი ხმა­უ­რი მოყ­ვა კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მეს, ბევ­რი თვლის, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომის ფონ­ზე ამ პრობ­ლე­მის წა­მო­წე­ვა საფრ­თხეს შე­უქ­მნის ჩვენს ქვე­ყა­ნას…

– ვხე­დავთ, არ­სე­ბობს ასე­თი საქ­მე, მაგ­რამ ბევ­რი კი­თხვაა ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მო­რი­ცხვა და მტკი­ცე­ბა არაფ­რის შე­იძ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა ის არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ ნდო­ბა არ არ­სე­ბობს. ეს უკვე მი­უ­თი­თებს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. როცა სა­ხელ­მწი­ფო სა­უბ­რობს ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­ულ­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა და­ემ­თხვა ომს, ეს ცალ­კე პრობ­ლე­მაა. – ცნო­ბი­ლია, ომის და­წყე­ბამ­დე და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, გა­სა­გე­ბია, თუ დამ­თხვე­ვაა, ძა­ლი­ან ცუდი დამ­თხვე­ვა მოხ­და, მაგ­რამ აქ სა­ჭი­როა გა­და­ი­ხე­დოს რი­ტო­რი­კა და არ დარ­ჩეს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ახლა ამ ფონ­ზე ვი­ღაც აზერ­ბა­ი­ჯანს ზურ­გში და­ნას ურტყამს. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა “კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მე­ში” ის არის, რომ 30 წე­ლია ჩვენ არ ვი­ცით რა ხდე­ბა ამ საქ­მე­ში, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ამ­დე­ნი წელი არ არ­სე­ბობ­და. ვი­ცო­დით მხო­ლოდ ის, რომ იყო კო­მი­სია, მუ­შა­ობ­და და ვდა­ობ­დით რა­ღაც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ რა შე­თან­ხმე­ბე­ბი ხდე­ბო­და, ამა­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის მა­ინც უნდა მი­ე­წო­დე­ბი­ნათ პე­რი­ო­დუ­ლად ინ­ფორ­მა­ცია.

ახლა უცებ მი­ვი­ღეთ ასე­თი რე­ა­ლო­ბა, რომ ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო გავ­ხდით კარ­ტოგ­რა­ფე­ბი. მე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ რო­მე­ლი რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა სჯობ­და, რად­გან ამ კუ­თხით არ მაქვს ცოდ­ნა, მაგ­რამ რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, მიჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი, თუ აქ არის და­ნა­შა­ულ­ზე ლა­პა­რა­კი, ხომ უნდა იყოს და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი. ღა­ლა­ტი რა მო­ტი­ვით მოხ­და, უნდა გა­ი­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, – აქ იყო უცხო ქვეყ­ნის მიერ ვინ­მეს გა­და­ბი­რე­ბა, შპი­ო­ნა­ჟი, ან­გა­რე­ბი­თი მო­ტი­ვე­ბი, მოს­ყიდ­ვა თუ რა მოხ­და. თუ ან­გა­რე­ბი­თი მო­ტი­ვია, სად წა­ვი­და ის ფული, რაც აი­ღეს. რა­ღა­ცის გამო ხომ მოხ­და. თუ შეც­დო­მა იყო, ამის გამო რა­ტომ უნდა გა­ვა­სა­მარ­თლოთ ისი­ნი, მი­თუ­მე­ტეს, სა­ზღვრის ეს მო­ნაკ­ვე­თე­ბი ისევ არ არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

თუ მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის, ესეც უნდა ვი­ცო­დეთ. კი­დევ ის­მის კი­თხვა, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამ საქ­მის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა, როცა ამას თურ­მე 5 წე­ლია იკ­ვლე­ვენ.

ან რა­ტომ არი­ან ამა­ში ჩარ­თუ­ლი ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ უნდა იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. ვხე­დავთ ეკ­ლე­სია მხა­რედ გა­მო­დის. სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა კი სა­ხელ­მწი­ფოს დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა, პრო­კუ­რა­ტუ­რის უფ­ლე­ბაა და არა ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის. რა­ტომ ლა­პა­რა­კო­ბენ ისი­ნი ბრალ­მდებ­ლის ტო­ნა­ლო­ბა­ში, ესეც ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას აჩენს. ხომ არ არის იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­თაც. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვერ დებს იმ­ხე­ლა სტან­დარტს დე­მოკ­რა­ტი­ის, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი გა­მო­ი­რი­ცხოს. ჩვენ ვხე­დავთ ამ საქ­მე­ზე პარ­ტი­ე­ბი რო­გორ ცდი­ლო­ბენ ქუ­ლე­ბის და­წე­რას, მათ შო­რის ის ულტრა­პო­პუ­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გვყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახლა მე იმათ ვერ და­ვარ­ქმევ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ ჯგუ­ფებს. შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გყავ­დეს პრო­რუ­სი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი. არ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც შენი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი შენს ხსნად და მო­კავ­ში­რედ, თუ ხარ ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი.

გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ნდო­ბა მეც არ მაქვს და მე­ო­რე სა­კი­თხია, გვაქვს კი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ისე­თი, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მარ­თლდეს? ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვაა ამ საქ­მის ირ­გვლივ. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ ნდო­ბა არ არის.

– რო­გორ ფიქ­რობთ, ამ სა­კი­თხზე რა­ტომ არ იღებს ხმას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხომ არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და პო­ზი­ცი­ე­ბი მერე აზერ­ბა­ი­ჯან­მა ჩვენს სა­ზი­ა­ნოდ გა­მო­ი­ყე­ნოს?

– პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ დუმს, რომ ომი აქვს. თბი­ლის­თან ახ­ლოს რუ­სის ჯარი რომ იდგა 2008 წელს, ამ დროს რო­მე­ლი­მე მე­ზო­ბელს რომ და­ე­წყო მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, ვინ­მეს ეც­ლე­ბო­და მის­თვის პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად? აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩომ და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თქვეს, ჩვენ ჩვე­ნი პო­ზი­ცია გა­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს და თქვენს გა­მო­ძი­ე­ბა­ში არ ვე­რე­ვი­თო. ეს იყო მათი პო­ზი­ცია და ომის შემ­დეგ ალ­ბათ ამის­თვის მო­იც­ლი­ან, რად­გან სა­ზღვა­რი და­სად­გე­ნია და 30 წე­ლია ეს პრობ­ლე­მა გვაქვს, რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენ­თან გა­კე­თე­ბულ უპა­სუ­ხის­მე­გებ­ლო გან­ცხა­დე­ბებს, ამას აზერ­ბა­ი­ჯა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს, ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნებს რუ­სე­თიც, სომ­ხე­თიც და თურ­ქე­თიც. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ნდო­ბა არ არ­სე­ბობს. ნდო­ბის არარ­სე­ბო­ბა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბი­სად­მი ზე­და­პი­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აზა­რა­ლებს ქვე­ყა­ნას. ამ სი­სუს­ტე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მხა­რე, ვი­საც ამის ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდე­ბა. საფრ­თხე­ე­ბი გა­რე­დან მუდ­მი­ვად არ­სე­ბობს, პრობ­ლე­მა იმა­შია, შიგ­ნი­დან რამ­დე­ნად ვაძ­ლევთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ საფრ­თხე იქ­ნას რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი.

თეგები: კარტოგრაფების საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved