ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ დაიცვან დისტანცია, მაშინაც კი, როცა პირბადე უკეთიათ.
„ჩვენ უკვე მართლა ვეღარ გავუძლებთ. ალბათ, მხედავთ მე, ისეთი დაღლილი ვარ, რომ ძალიან ძნელია. ყველა ექიმი ასეა. ამავე დროს მინდა, ჩემს კოლეგებს, უშუალოდ ჩემს გუნდს გადავუხადო მადლობა. არიან მედდები, სანიტრები, ვისაც მართლაც ძალიან ბევრი შრომა უწევთ. მოსახლეობას მინდა ვთხოვო, გაგვიფრთხილდნენ ჩვენ, საკუთარ თავს“, – ამბობს მარინა ენდელაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთრში.
კომენტარები