• რეკლამა
  • კონტაქტი
16:37, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია, შევთანხმდეთ მომავალზე – თინა ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
15:00 08-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,516

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ მხოლოდ ერთიანობითა და საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, – ასე ეხმიანება ენმ-ს თავმჯდომარე სალომე ზურაბიშილის გუშინდელ პრესკონფერენციას. თინა ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის საკითხის ნიველირება, ქვეყნის წინაშე მესამე პრეზიდენტის დამსახურებას არ აკნინებს. საქმე ეხება სასამართლოს მიერ უკვე დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას:

„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას. პირველ რიგში, ვფიქრობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ მხოლოდ ერთიანობითა და საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა.

ასევე პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური თუ პირადი სიმპათიები და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის პარალელურად, ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო და მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის დავალებით პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა უკვე ორმაგი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლედ წოდებული მიხეილ ჯინჯოლიას უკანონო გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და არ აქვს ანალოგი, რადგან არც ერთი პატიმარი – პოლიტ პატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილის გარდა – არ იხდის ორმაგ პატიმრობას.

პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია უკანონო პატიმრობაშია, აღკვეთი ღონისძიების სახით დამატებით პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს მისი თავისუფლების ეშინია.

პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს  პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნამდვილად ადგილი არ არის.

ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია, შევთანხმდეთ მომავალზე – რადგან, მყარად მჯერა, რომ ეს მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ევროპულია“

თეგები: თინა ბოკუჩავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved