• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ…” – პეტიცია

ალია ავტორი - ალია
19:56 05-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
629
მოქალაქეები დიუშენის წამლის შემოტანის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
პეტიცია:
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართვის მნიშვნელობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე, პროგრესირებადი და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც ბავშვებს და მოზარდებს ყოველ დღეს ართმევს ჯანმრთელობას და ამოკლებს მათ სიცოცხლეს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 – მდე პაციენტია. თანამედროვე მედიკამენტები მათთვის არ წარმოადგენს ფუფუნებას — ეს არის შანსი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, მოძრაობის უნარის შენარჩუნებისთვის, ტკივილის შემცირებისთვის და ოჯახებისთვის იმედის მისაცემად.
ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ჩვენი გადასახადებით მობილიზებული რესურსი მოხმარდეს სწორედ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: უზრუნველყოს დიუშენის დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების დროული დაფინანსება და ხელმისაწვდომობა; შექმნას იშვიათი დაავადებების ეროვნული მხარდაჭერის მდგრადი პროგრამა; გაზარდოს საბიუჯეტო ხარჯების გამჭვირვალობა და პრიორიტეტად განსაზღვროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა; ჩვენ გვჯერა, რომ ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა სწორედ მაშინ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას, როდესაც სახელმწიფო ადამიანის სიცოცხლეს ანიჭებს უმაღლეს ღირებულებას. სიცოცხლე არ არის ზედმეტი ხარჯი. სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს მთავარი პასუხისმგებლობაა.
პეტიციის ლინკი: 🔗 manifest.ge/petition/e4471071-a016-4bd1-8efa-f79938fd1894

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved