• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად” – ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:34 12-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
422

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვა:

“მიდის 2025 წელი. მიდის ისე, რომ დიდად არ დაგვენანება მისი წასვლა. არ ვაპირებ, გავიხსენო ეს უმძიმესი წელი და გავიხსენო ის ყველაფერი, რაც ამ წელს მოხდა. ძალიან ბევრი მოხდა ისეთი, რაც ჩვენთვის, ყველასთვის სამარცხვინოა, ჯობს, რომ დღეს ეს ყველაფერი დავივიწყოთ ცოტა ხნით და ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება 2026 წელს. მე მჯერა 2026 წლის. იმიტომ რომ გარდა ყველაფერი ცუდისა, დავინახე თქვენი შემართება, გამძლეობა. ეს ეხება სინდისის პატიმრებს. არ შეიძლება ისინი არ გავიხსენო და პირველ რიგში მათ არ მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო ახალი იმედები. დავინახე გამძლეობა სინდისის პატიმრების მშობლების, არაჩვეულებრივი გამძლეობა, ყოველდღიური, რაც უანგარო სიყვარულია, რომელიც ძალიან გვჭირდება დღეს და ხვალ. ესეც ჩვენთვის იმედის მომცემია, დავინახე ზოგადად, ქვეყანაში შემართება, დავინახე ხვალინდელი საქართველო, რომელიც არ შეეგუება იმას, რომ გახდეს რუსეთი ან რუსეთის მაგვარი, ან რუსეთის პატარა კოლონია. დავინახე საქართველო რომელიც ხვალ ააშენებს ახალ ქვეყანა, სადაც კანონი იკანონებს, სასამართლო იქნება სასამართლო, პატიმრები იქნებიან ადამიანები, რომლებმაც დააშავეს რამე და არა ისინი, ვინც ტროტუარზე იდგნენ. დავინახე საქართველო, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას. არ წავლენ არსად და ამ ქვეყანაში მიიღებენ განათლებას და ეს არ მოვა რაღაც უაზრო ვითომ რეფორმის საფუძველზე. მოვა იმიტომ, რომ სურვილი იმისა, რომ ადამიანებმა მიიღონ განათლება არის ის, რაც მოგვყვება ოდითგანვე და რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს რუსეთს: განათლებული საქართველო, ფეხზე დამდგარი საქართველო. მე ეს დავინახე, მჯერა, ხვალ ასეთი საქართველო მოდის. ჩვენზეა დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, რომ ყველა არ წავიდეთ, არ გადავწყვიტოთ, რომ აქ არაფრის იმედია, მივხუროთ კარი და წავიდეთ. ვიღაც წავა, ვიღაც დაბრუნდება, ყველას ერთად გვაქვს დიდი საქმე, არავის არ შეიძლება მოსწონდეს, რომ რეჟიმი მთლიანად ოკუპირებულია კრიმინალების და კორუმპირებული ადამიანების იერ. დარწმუნებული ვარ, არავის მოსწონს. ვიღაც ჩუმადაა, ვიღაც ღიად ამბობს. ამიტომ , ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რეჟიმი წავიდეს მშვიდობიანად. დაგვემშვიდობოს ისე, როგორც ეს წელი დაგვემშვიდობება. მერე დაიწყება ყველაზე რთული და ყველაზე დიდი საქმე – ქვეყნის აშენება, სადაც ბევრი რამე უკვე განადგურებულია: ინსტიტუტები, კანონი, სასამართლო, ეკონომიკა, რომელიც ვითომ გადადუღდა, დღეს კი თურმე ფასები მაღალია და ჯობს ევროპაში წავიდეთ და იქ ვიყიდოთ, ვიდრე აქ. ის, რომ ამ ქვეყანაში თურმე ბავშვებს საჭმელს ჰპარავენ, ეს სრის ის, რაც არავის აღარ გვინდა.

დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, შეიძლება მაინც ვლანძღავდეთ ერთმანეთს, მაგრამ სადღაც დგას ის ქართული სული, ერთობა, გადარჩენის ჟინი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და შორსაც წაგვიყვანს. გილოცავთ ახალ წელს!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved