• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა ნდობა და 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:19 08-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ქართული ოცნების“ მმართველობის 8-წლიანი პერიოდი, არის ის ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ თავი ვერ აარიდა უმძიმეს პროვოკაციას.

„ვიმყოფებით რა  ამ გამორჩეულ კუთხეში, მინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც მოღალატეობრივად, ამას პირდაპირ უნდა დაერქვას სახელი, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გადასცა მტერს და ოკუპანტს. მათ ვერ აარიდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ასეთ უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან. ეს ყველამ იცოდა, მეგობრებო. იცოდა თითოეულმა ქართველმა, ამ კუთხეში მცხოვრებმა, ცხინვალის და ცხინვალის გარშემო სოფლებში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ, რომ მზადდებოდა უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, მაგრამ მაშინ იმის მაგივრად, რომ მათ საყოველთაო განგაში აეტეხათ, მოეწვიათ ევროპელი ლიდერები, ჩაერთოთ მთელი მსოფლიო, გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ უბრალოდ, ამას, რა თქმა უნდა, ისტორია თავის სახელმს დაარქმევს, მაგრამ, კიდევ უფრო მოღალატეობრივი სახე აჩვენეს, ასეთი მძიმე პროვოკაციის თავიდან არიდების ნაცვლად, როცა ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმულმა დაკარგული სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს. ეს ჩვენი მძიმე წარსულია და მე აღარ მინდა ამის თაობაზე ბევრი ვისაუბრო თქვენთან, მაგრამ ჩემი დღევანდელი გამოსვლით მათ ვახსენებ, თუ ვინ არიან ისინი. დღეს, ვუყურებთ რა მათ საარჩევნო კამპანიას, გამოდიან შემდეგი ლოზუნგებით, რომ 2021 წლის მოახლოებული არჩევნები, თურმე არის რეფერენდუმი. კარგად, რომ გავარჩიოთ, რას გულისხმობენ ისინი. 2020 წლის არჩევნებში, ჩვენმა გუნდმა მეშვიდედ, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვა. ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა ნდობა და მოგვცა მანდატი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ძლიერად დავიცავთ და ბოლომდე მივიყვანთ ამ მანდატს. 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved