• რეკლამა
  • კონტაქტი
13:43, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ კიდევ არ ვიცით, რამდენს და როგორ შრომობენ ქალები – მოჰკიდა ხელი მეორე ფუთას და მძიმედ გადაინაცვლა ბაქანზე”

ალია ავტორი - ალია
14:20 11-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ფარდები რომ ვიყიდე, იქვე დავტოვე, შესაკერად. მკერავმა ქალმა მითხრა, სადაც შენ გინდა, იქ მოგიტან შეკერილს, ოღონდ, რომელიმე მეტროსთან ახლოსო.

მე, რა თქმა უნდა, ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს, მეტრო უნივერსიტეტი ვარჩიე და შევთანხმდით. დღეს, რომ დამირეკა, მთხოვა, იქნებ ბაქანზე დამხვდეო.

დიდად არ მეამა, მაგრამ… მოკლედ, ჩავედი მეტროში.

ბაქანზე, იქ, სადაც ბოლო ვაგონი ჩამოდგება ხოლმე, მკერავი ქალი იდგა, გვერდით პატარა, ასე 6-7 წლის გოგო ედგა, ფეხებთან ორი დიდი ფუთა ედოთ, ერთი ჩემი ფარდებით სავსე, მეორე სხვისი და მელოდებოდნენ.

ვერ მოერევიო, გაუკვირდა, მარტო რომ დამინახა.

როგორ ვერ მოვერევი-მეთქი, დავწვდი ფუთას და ადგილზე დავრჩი…

ჩემი 100 ტონა ფარდა, ამ გამხდარმა ქალმა, ალბათ ჩემხელამ, ჯერ ხომ შეკერა და მერე შორიდან, მეტროთი მომიტანა. ალბათ შვილის დამტოვებელიც არავინ ჰყავდა და ისიც თან წამოიყვანა.

დიდი ხანია, ასე ძალიან არავისი შემრცხვენია.

მშვიდობაშიო, მითხრა ქალმა, მოჰკიდა ხელი მეორე ფუთას და მძიმედ გადაინაცვლა ბაქანზე.

მე მამას დავურეკე, მარტო რას მოვერეოდი ფარდებს.

მამამ ცალკე შეიცხადა, ამსიმძიმე ფუთა, როგორ მოიტანაო და ქშენით შეაგდო ფარდების შეკვრა ესკალატორზე.

ჩვენ კიდევ არ ვიცით, რამდენს და როგორ შრომობენ ქალები.

და მერე, საღამოს, კომპიუტერთან ჯდომისგან ბეჭები რომ ამტკივდება ხოლმე, ვკვნესი და ვწუწუნებ, აუუ, დავიღალე.

რა დაიღალე, სად დაიღალე, რითი დაიღალე.

2015″

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved