• რეკლამა
  • კონტაქტი
05:31, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ გვახსოვს თვალცრემლიანი ივანიშვილი… გიგა ბოკერიას ჭკუაზე ნუ ივლით…” – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
00:26 01-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, “ტვ პირველთან” ამბობს:

„ახლა არის „ძალა ერთობის“ დრო. მე ამ განწყობით ვარ. როდესაც ისეთი წარმატებული პროექტი ხელში გაქვს, როგორიც იყო „ძალა ერთობაშია“, ჩვენ შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ.

2016 წელს, მსხვილი ოპოზიციური პარტია ძალიან დაბალ „ნიშნულზე“ იმყოფებოდა.

ხოლო 2018 წელს ჩვენ გვახსოვს- თვალცრემლიანი ბიძინა ივანიშვილი.

„ძალა ერთობის“ საპირწონედ შეიქმნა ახალი გაერთიანება. ეს იყო შეცდომა. ამ ყველაფრის ინიციატორი იყო გიგა ბოკერია. ფაქტებით ვსაუბრობთ; ამას არავითარი ბრალდების გამო არ ვამბობ. მას თავისი პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა.

მე მირჩევნია ურთიერთობა მქონდეს იდეალისტ პოლიტიკოსებთან, ვინც პირად ინტერესებს არ შეწირავენ პროექტებს.

ახლაც ვთვლი, რომ „ძალა ერთობის“ პროექტი ბოლომდე მისაყვანია. ეს შენიშვნები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ეხება. ბევრი რამ მათაც ხელიდან გაუშვეს. ხელიდან გაშვებად მიმაჩნია – როდესაც კოლეგა გეუბნება საპროტესტო აქციის ჩატარებაზე და და შენ ამბობ, რომ 10 რიცხვში „ჩვენი აქცია არ არის“; 14 რიცხვშია ჩვენი აქციაო და არც კი მიდიხარ აქციაზე.

როდესაც ოლიგარქს ვებრძვით, ხალხმრავალი აქციების დროს, მზად უნდა გქონდეს „გეგმა-ყულაბა“ და ხალხი არ დაშალო.

როცა 30 ათასი ადამიანი აზანზარებს რუსთაველის გამზირს – ოლიგარქი უფრო შეწუხდება. ასეთია ჩემი ხედვა.

მე პირადად, „ძალა ერთობის“ დროს, ხელთ მეტი შესაძლებლობები მქონდა. მეტი გაერთიანება გვქონდა. მე ვსაუბრობ კოალიციურ გაერთიანებაზე, რომელშიც 12 პარტია შედიოდა.

ზაფხულში, არჩევნებამდე დასახელდა „ჩრდილოვანი კაბინეტი,“ ხალხს ჩვენგან ესმოდა, რომ ეს ოპოზიციის დიდი გაერთიანებაა. როდესაც 14-ში აქციაზე ხალხი დაშალეს, ჩემთვის და კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის არ უკითხავთ ამის შესახებ.

ამიტომ, გადაწყვეტილებებში ხან შევეკითხოთ ერთამენთს და ხან არა,- ამას მოაქვს ნიჰილიზმი და ნგრევა.

მე ასე მგონია, რომ ჩვენ ვართ „ძალა ერთობა“; მე ვთვლი, რომ ვარ ამ წარმატებული პროექტის თანამონაწილე და სხვებთან ერთად ლომის წილი მაქვს შეტანილი ამ პროექტის განხორცილებაში; მოდით, დავუბრუნდეთ იმ შეკრულ პროექტს და ერთმანეთთან მეტი კოორდინირებით ვიმუშაოთ.

„ძალა ერთობის“ დროს, თავდაპირველად მე ჯერ კიდევ პარტია არ მქონდა. მერე დავაფუძნე „კანონი და სამართალი“; ჩვენ პარიტეტულ საწყისებზე საარჩევნო „ბლოკში“ შევედით; ვიკრიბებოდით და ერთამნეთთან კოორდინირებულად ვმუშაობდით საერთო გადაწყვეტილებების ირგვლივ; ვიდრე 20 ივნისამდე. მაშინ რაც მოხდა გვახსოვს კარგად.

მე ვიკითხე ერთ-ერთი აქციის „გასაღები“ რატომ აღმოჩნდა „ევროპული საქართველოს“ ხელში?

მე პირდაპირ ვაცხადებ, ეს არ არის „ბრალდება“, ეს არის მათი პოლიტიკური „ყოჩაღობა“.

ქვეყანას ვკარგავთ და ხალხი შიმშილობს.

მე პირდაპირ „ომი“ მქონდა პარლამენტში. დეპუტატ თამარ ჩარკვიანს ვიდეო-მასალით დახვდნენ კულტურის მინისტრის წლიური ანგარიშის დროს. ესეიგი, რაღაც დიდ საშიშროებას წარმოვადგენ მათთვის, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშის დროს დაგავიწყდეს, რომ კულტურის მინისტრი ხარ და მოიქცე ისე, როგორც ცუდი იუსტიციის მინისტრი; ამიტომ ვამბობ, რომ ის 37 ოპოზიციური მანდატი უნდა მონაწილეობდეს ასეთი ბრძოლის დროს. ის სადეპუტატო 3 წუთი უნდა გამოვიყენოთ.

კარგი იქნება თუ გაკეთდება პარლამენტიდან ვიდეო-ტრანსლირება ქუჩაში, რომ გამვლელმა ნახოს რა „ომია“ შიგნით და რა ბრძოლაშია ოპოზიციური ძალა კორუფციონერებთან. ამ დროს ქუჩაში დააყენე 20 ათასი კაცი.

ესენი რომ კორუფციული სქემების თანამონაწილეები არიან ამიტომ შიმშილობს ხალხი.

ამიტომ ისევ „ძალა ერთობა“ დავარქვათ და ხვალიდან მეტი კოორდინაცია უნდა გვქონდეს. გიგა ბოკერიას ჭკუაზე ნუ ივლით, ასეთი უზარმაზარი ოპოზიციური გაერთიანება.“

თეგები: ბიძინა ივანიშვილითაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved