• რეკლამა
  • კონტაქტი
14:37, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ” – ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
13:37 10-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,1937 წელს საბჭოთა რეჟიმმა 34 წლის დირიჟორი ევგენი მიქელაძე დააპატიმრა. კაგებეს გამომძიებელი ამტკიცებდა, რომ ევგენი მიქელაძემ, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, ოპერისა და ბალეტის თეატრში ანტისაბჭოური დაჯგუფება ჩამოაყალიბა. ციხის ოპერატიულმა მუშაკმა, ვინმე ნიკიტა კრიმიანმა (ხრიმიანმა) ევგენი მიქელაძე სასტიკად ცემა და აწამა. წამების ფაქტმა ციხის კედლებიდან გამოჟონა და საზოგადოება ძალზედ აღაშფოთა. რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ ამ ფაქტს საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი ანდრეი ვიშინსკიც კი გამოეხმაურა, რომელმაც ევგენი მიქელაძე ხალხის მტრად გამოცხადა და დასძინა, რომ ბრალდებულის მიმართ ძალის გამოყენება დასაშვებიცაა და აუცილებელიც. ანდრეი ვიშინსკის ეს შეფასება არავის გაკვირვებია, რადგანაც ჯერ კიდევ 1936 წელს ვიშინსკიმ განაცხადა. ციტატა: „ საბჭოთა ქვეყანა ბედნიერად და ლაღად მიაბიჯებს წინ და ბინძური ნაძირალების ხროვა საფრთხეს უქმნის ამ წინსვლას. ესენი ადამიანები კი არა, ცხოველები არიან, ღორებისა და მელიების ნაჯვარი, ცოფიანი ძაღლები, რომლებსაც უნდა წავართვათ სიცოცხლის უფლება!“

მე არ ვადარებ პატიმრებს: დავითაძეს, ჩაჩანიძეს, გულუას, შენგელიას, თუ სხვებს დირიჟორ ევგენი მიქელაძეს, არც გიორგი ვარაბიოვ- კვარაცხელიას ვადარებ ნიკიტა კრიმიანს (ხრიმიანს) და არც ვიშინსკის ვადარებ კობახიძეს, მაგრამ, დამეთანხმებით, ძალაუნებურად ჩნდება ანალოგიის განცდა.

პატიმარ დავითაძის და სხვა პატიმრების სრულიად სამართლიანი პროტესტი „ქართულმა ოცნებამ“ შეაფასა, როგორც მცდელობა: სასჯელაღსრულებითი სისტემის დესტაბილიზაციისა, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისა და „წინ ლაღად მიმავალი სახელმწიფოს” იმიჯის დაზიანებისა. ჩემი აზრით, ეს ისეთივე აბსურდია, როგორც ევგენი მიქელაძე რომ სახელმწიფო გადატრიალებას „აწყობდა“- ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად.

ცხრა კაცი რომ ერთ პატიმარს ნარზე, ღირსებისშემლახავ პოზაში აკავებს,- უკვე დანაშაული და წამების ფორმაა და იურისტმა კობახიძემ ეს უნდა იცოდეს! რეზინის ხელთათმანიანი ხელით პატიმარს შარვალში რომ უძვრები, მერე ხელს რომ ამოიღებ, თავზე გადაუსვამ და თავად ხელს ყნოსავ, რაც კადრში ცალსახად ჩანს, ესეც რომ დანაშაულზე მეტყველებს, ამისი დანახვა იურისტ კობახიძეს არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ამ ვითარებაში, გამოძიების დასრულებამდე პრემიერ-მინისტრი რომ იტყვის: დანაშაული აქ არ ჩანსო, ეს რომ გამოძიებაზე ზეწოლაა, იურისტმა კობახიძემ ეს, წესით, უნდა იცოდეს.
პრემიერ-მინისტრი რომ მოსახლეობას ეტყვის: ბადრაგს ძალის გამოყენება შეუძლიაო, მაგრამ არანაირად არ დააზუსტებს, – რა ვითარებაშია ეს დასაშვები, პირადად მე ეს ყოველივე საბჭოთა ლიდერების განცხადებებს მაგონებს. კობახიძეს ჯერ არ უთქვამს,- დახვრიტეთ ეგენიო, თუმცა, პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძე ვიშინსკისგან დიდად არ განსხვავდება. ქიმიკატებით ნარევი წყალი ხომ შეასხეს ახალგაზრდებს, ხომ ცემეს კიდეც, ხომ აშიშვლებდნენ კიდეც, გაუპატიურებითაც ხომ ემუქრებოდენ, ციხეშიც ხომ ბევრი ჩასვეს, ასე რომ, ვიშინსკის მსგავსად, არც კობახიძე დაიხევს უკან და ყველაფერზე ხელს მოაწერს.

დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ პატიმარი (როგორც მინიმუმ) ერთ ციხეში ცემეს და რეზინის ხელთათმანებით ღირსება შეულახეს. სხვა პატიმრები, რომლებიც ამ ფაქტმა აღაშფოთა და გააბრაზა, მაგალითად, ლაშა ჩაჩანიძე და სხვები სასტიკად ცემეს. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, იცის ყველამ. მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმაც და ყველა მხარდამჭერმაც და თვალთმაქცური განცხადებები ამ და ამგვარ დანაშაულებებს ვერ გადაფარავს.

ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. უახლოეს დღეებში მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრ კობახიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. შესაძლოა, კობახიძე პატიმარ დავითაძეს არც იცნობდა, ამას ჩვენ არ ვამტკიცებთ და მის წამებასთან, ცხადია, შეხება არ ჰქონდა, მაგრამ მან ზეწოლა მოახდინა გამოძიებაზე, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა და სისხლის სამართლის დანაშაულია. უახლოეს დღეებში ჩვენს პოზიციას დოკუმენტურად წარმოგიდგენთ და საზოგადოებას მოვუწოდებთ: შემოგვიერთდით ამ სარჩელის ფარგლებში!

მოვუწოდებ პატიმრებს, მათ ადვოკატებს, ოჯახის წევრებს: მოგვაწოდეთ თქვენი საქმეები და ფაქტები, სადაც ადგილი აქვს ძალადობას, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და მოვამზადოთ ერთობლივი სარჩელი, როგორც კობახიძის, ისე რუსთავის მეექვსე დაწესებულების უფროსისა და ბადრაგის ანუ იმ პირთა წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც არსებობს არაერთი პატიმრის საჯარო ჩვენება!“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved