• რეკლამა
  • კონტაქტი
08:48, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:19 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

 ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი გამონაკლისი პერიოდია, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობაა.

„მივესალმები ქობულეთს და ქობულეთელებს, განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით! ვიმყოფებით რა ამ არაჩვეულებრივ ადგილზე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ როგორი საოცარი ქვეყნის პატრონები ვართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და თქვენთან ერთად, ძალიან მოკლედ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ და მე ვიტყოდი, ჩვენმა ოჯახმა, თქვენთან ერთად გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში, ღირსეულად და დამაჯერებლად. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, არამედ ეს იყო ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვება, რატომ, იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვებით ქვეყანაში დასადგურდა, გამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც შემდგომ მოიტანა განვითარება, რომელიც შევიდა ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში და სწორედ ამ განვითარებას სჭირდება ახლა შენარჩუნება და კიდევ უფრო, გაათმაგებული ტემპებით მუშაობა – მუშაობა და მუშაობა, 24 საათიანი მუშაობა ჩვენი ხალხისთვის.

მე ჩემს გამოსვლებში ვსაუბრობ მოახლებული თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ და ჩვენი მოსახლობა ირჩევს მათ წინამძღოლს, მერებს, რომლებმაც უნად გაუკეთონ 24 საათის განმავლობაში, ემსახურონ ჩვენს ხალხს, ადგილზე გადაუჭრან, გადაუწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, პრობლემა დროულად და ეფექტურად, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის, ბარიერების და ბიუროკრატიის გარეშე.

ჩვენ ბოლო წლებში გვქონდა პროგრესი არაერთი მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა. ჩვენ მართლაც სერიოზული შედეგი დავდეთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო. არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, ვაღიაროთ პირდაპირ, მაგრამ ამ შეცდომების და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ძლიერი ხალხი ძლიერად დგას ფეხზე. მმართველებს ბევრი ეშლებათ, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ვიწრო პოლიტიკური ელიტები მოდიან და მიდიან, ამ დროს ძალიან ბევრ პრობლემას უტოვებენ ჩვენს მოსახლეობას და ეს მძიმე მემკვიდრეობა არის ის დანატოვარი, რომელიც ჩვენს ხალხზე გადადის და აისახება ჩვენი ხალხის ყოფაზე. ამიტომ, მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ,  დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეული მუნიციპალიტეტის, ქალაქის მერს. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობით დაწყებული, რადგან ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენზე, მთავრობაზეა, თუმცა არანაკლებია ადგილზე, რადგან მერი უშუალოდ ხალხის მიერ არის არჩეული და უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ადგილზე წყვეტდეს პრობლემებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას და ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

შემთხვევითი არ არის ის, რომ ეს არის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა ქვეყანაში გვაქვს მართლაც უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე მითხარით, რა შეიძლება განვითარდეს ქვყანაში – არაფერი. არც სოფლის მეურნეობა განვითარდება, არც ჯანდაცვა, არც განათლება იქნება ხარისხიანი, არც ტურისტი არ შემოვა. სულ რაღაც 2-3 წლის წინ იყო გამოწვევა, დესტაბილიზაციის მცდელობა იყო თბილისში, რამაც პირდაპირ შეწყვიტა ტურისტული ნაკადი, რომელიც აისახა თქვენს რეგიონზეც ამ ულამაზეს ადგილზე და საბოლოო ჯამში, ჩვენს მოსახლეობაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved