“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე აშშ-ის ელჩის არდასწრებასთან დაკავშირებით, განუცხადა:
“ვერ გეტყვით, აღრიცხვას, სიას არ ვაწარმოებ… ეს დღე ჩვენია, ნიშნავს, რომ ეს დღე ჩვენია. ეს დღე თქვენია, ჩემია, ამ ჯარისკაცების, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს. ეს დღე ჩვენ უნდა ვიზეიმოთ უპირველეს ყოვლისა. თუ რომელიმე მეგობარი გადაწყვეტს ამ დღეს ჩვენთან ერთად ზეიმს, ეს მხოლოდ მისასალმებელი და სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენ ბევრს დავუდექით გვერდზე, გავყევით ომში…”
რობინ დანიგანი დღეს, თავისუფლების მოედანზე არ გამოჩენილა. საელჩოს ცნობით, ის თბილისში არ იმყოფება და ღონისძიებას სამხედრო ატაშე დაესწრო.
კომენტარები