• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ არ გვეშინია ერთუჯრედიანი ვირუსის – ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერალი

ალია ავტორი - ალია
11:19 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ოპერის ქართველ მომღერალს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან თავად სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ბექა გოგინაშვილი ამბობს, იგი თავს კარგად გრძნობს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ძლიერი იმუნიტეტი აქვს. იგი ყველას მადლობას უხდის თანადგომისთვის.

„მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში ამ სტატუსის დაწერა თქვენგან გამოჩენილმა დიდმა ყურადღებამ და სიყვარულმა გადამაწყვეტინა.

მას შემდეგ, რაც დადასტურდა კორონავირუსის არსებობა და ტესტმა პოზიტივი აჩვენა უამრავი პირადი მესიჯი და ზარი შემომდის. სამწუხაროდ ყველასთან სათითაოდ პასუხის გაცემა და ახსნა, რომ თავს კარგად ვგრძნობ, უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს რაც კარანტინის პირობებში ყოფნის მიუხედავად არ მაქვს. (თავიდანვე გადავწყვიტე რომ დასამალი არაფერი მაქვს და პირიქით, რაც მეტ ადამიანს გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას, მგონია რომ უფრო ნაკლებად იქნებიან სტრესულ მდგომარეობაში)

ექიმის კონსულტაცია, (რაც სამწუხაროდ მხოლოდ სატელეფონო ზარით შემოიფარგლა უპრეცედენტო პაციენტების გამო) პირველ რიგში მდგომარეობს შემდეგში, რომ ასაკოვან და ქრონიკულად დაავადებულ ხალხს უნდა მოვერიდოთ. რადგან თავს კარგად ვგრძნობთ ეს ნიშნავს, რომ ძლიერი იმუნიტეტი გვაქვს და ვერ მოგვერია ვირუსი და კიდევ იმით „გვანუგეშა”, თურმე ნიუ-იორკში მაცხოვრებელთა 80%-ს ელიან რომ დაავადდება უახლოეს კვირებში, ჩვენს ჯანმრთელობას ასაკისა და ძლიერი იმუნიტეტის გამო სერიოზული ზიანი არ ემუქრება.

მოკლედ, კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელ მადლობას გადაგიხდით გამოჩენილი ყურადღების და სიყვარულისთვის. კიდევ და კიდევ გავიმეორებ რომ ჩვენ არ გვეშინია ერთუჯრედიანი ვირუსის. ადამიანი ცხოვრობს ერთხელ და ნამდვილად არაა სასურველი მთელი სიცოცხლის შიშის ქვეშ გატარება. რა თქმა უნდა ჰიგიენური ნორმების დაცვა ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ ძლიერად თავს როცა ვიცი რომ ჩემი ცხოვრება უფლის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული და არა რომელიმე ერთ უჯრედიან ვირუსზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მინდა ყველას ერთად გვჯეროდეს უფლის ნებით მალე „ყველაფერი კარგად იქნება”,- წერს ბექა გოგინაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved