• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მკვლელობის ჩვევა – ვლადიმერ პუტინი

ალია ავტორი - ალია
14:19 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ მედიას, NBC-ს ინტერვიუ მისცა. 

ამერიკელმა ჟურნალისტმა პუტინს პირდაპირ ჰკითხა, გასცა თუ არა მან ალექსეი ნავალნის მოკვლის ბრძანება.

“რა თქმა უნდა, არა. პირველ რიგში, ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მკვლელობის ჩვევა. მეორეც, თქვენ გაეცით ბრძანება, მოგეკლათ ქალი, რომელიც კონგრესში შევიდა და პოლიციამ ესროლა?” – უპასუხა პუტინმა შეკითხვას და ახსენა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს დაჭრილი ქალის გარდაცვალების შემთხვევა.

NBC-ს ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს შემცვლელზეც დაუსვა კითხვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რომ არ თვლიდა პუტინი, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა თანამდებობაზე, მით უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მომავალი პრეზიდენტი, “ხომ არ მოხდება ისე, რომ შემცვლელი გამოჩნდება და შემდეგ ყველაფერი ერთ საათში ჩამოიქცევა”.

“ოდესმე ჩემს ადგილზე აუცილებლად მოვა სხვა. თუ ვნახავ, რომ ვიღაც, თუნდაც ჩემი საქმიანობის ზოგიერთი სფეროს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, თუ დავინახავ, რომ ამ ადამიანს აქვს კონსტრუქციული შეხედულებები, ადამიანია, ქვეყნის ერთგულია, მზადაა, მამულის საკურთხეველზე დადოს არამხოლოდ წლები, არამედ მთელი თავისი ცხოვრება, ჩემს მიმართ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ადამიანებს მხარდაჭერა ჰქონდეთ.

ოდესმე, რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პროცესია, ბიოლოგიური, ჩვენ ყველას შეგვცლიან, თქვენც – თქვენს პოზიციაზე და მეც – ჩემსაზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი მყარად იდგება და თავდაჯერებულად შეხვდება მომავალს.” – თქვა პუტინმა.

თეგები: პუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved